ჩაის ჩრჩილი (ლათ.Haplochrois theae, ძველად Parametriotes theae) — მწერიქერცლფრთიანებისრიგისა. პირველად აღწერეს ჩაქვში1915 წელს. ჩაის ჩრჩილის პეპელა ტანად პატარაა, ფერად — მორუხო-მონაცრისფრო. ფრთების შლილი 9,5-11 მმ. ჩაის მცენარეს აზიანებს მატლი, რომელიც ფოთლით ან ყლორტით იკვებება. მწერი ფოთლებზე ქმნის მომრგვალო ნაღმებს. როცა ყლორტის გულით იკვებება, ყლორტი ხმება. წლის განმავლობაში ჩაის ჩრჩილი ერთ თაობას იძლევა. ზამთრობს მატლის სახით. პეპლები გამოფრინდებიან ივლის-აგვისტოში. ჩაის ჩრჩილი უმთავრესად გავრცელებულია ჩაის სათესლე პლანტაციებში. ბრძოლის ღონისძიებანი: დაზიანებული ფოთლების და ყლორტების გასხვლა, დაწვა, სათესლე პლანტაციებში ცალკეული ბუჩქის შეხურება 0,2%-იანი ფოსფამიდის ხსნარით.