ჩრჩილისებრნი (ლათ. Tineidae) — პეპლების ოჯახი. მათი ფრთების შლილი 6-60 მმ აღწევს. გავრცელებულია ძალიან ფართოდ. ოჯახი აერთიანებს 2000 სახეობას. იკვებებიან მცენარეული და ცხოველური ნარჩენებით, სოკოებითა და ლიქენებით. 40-მდე სახეობა მავნებელია (მაგალითად ტანსაცმლის, ავეჯის, შალეულის, ბეწვეულისა და ეგრეთ წოდებლი კოლექციის ჩრჩილები). საქართველოში გვხვდება ვაშლის, ზეთისხილის, კომბოსტოს, ჩაის, სიმინდისა და სხვა ჩრჩილები.

ჩრჩილისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
ოჯახი:  პეპლები
ლათინური სახელი
Tineidae

ლიტერატრურა

რედაქტირება