ხალთიანისებრნი
ხალთიანისებრნი (ლათ. Coleophoridae) — პატარა ჩრჩილისებრი პეპლების ოჯახი. აქვთ ფოჩებით შემოვლებული ვიწრო ფრთები, გრძელი ულვაშები. მუხლუხო ცხოვრობს აბრეშუმის ან ფოთლის ეპიდერმისის ნაკუწებისაგან გაკეთებულ მკვრივ ხალთაში, ან უხალთოდ — ღეროებსა და ნაყოფებში, ანდა წარმოქმნის გალებს. იკვებებიან მერქნიანი და ბალახოვანი მცენარეების ფოთლის რბილობით, ნაღმავენ მათ და ამით ხშირად ზიანს აყენებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და ტყეებს.
ხალთიანისებრნი | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Coleophoridae | ||||||||||
|
ლიტერატრურა
რედაქტირება- სეფერთელაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 418.