ჩაინატის პროვინცია
ჩაინატი ( ტაი. ชัยนาท) — ტაილანდის ცენტრალური პროვინციებიდან ( ჩანვატი ) ერთ- ერთი. [1] მეზობელი პროვინციებია (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მიმართულებით) ნახონ სავანი, სინგ ბური, სუფჰან ბური და უთაი თანი. ქალაქი ჩაინატი ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან 188 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარეობს. [2]
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
ჩაინატის პროვინცია ტაი. ชัยนาท | |||||
| |||||
ქვეყანა | ტაილანდი | ||||
ადმ. ცენტრი | Chai Nat | ||||
შიდა დაყოფა | Mueang Chai Nat, Manorom, Wat Sing, Sapphaya, Sankhaburi, Hankha, Nong Mamong და Noen Kham | ||||
კოორდინატები | 15°11′06″ ჩ. გ. 100°07′29″ ა. გ. / 15.18500° ჩ. გ. 100.12472° ა. გ. | ||||
ფართობი | 2 470 კმ² | ||||
მოსახლეობა | 328 263 კაცი (2018) | ||||
სიმჭიდროვე | 132.9 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+7 | ||||
სატელეფონო კოდი | 056 | ||||
საფოსტო ინდექსი | 17 | ||||
ოფიციალური საიტი | narathiwat.go.th | ||||
გეოგრაფია
რედაქტირებაჩაინატი მდებარეობს ტაილანდის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ჩაო ფრაიას ხეობაში. პროვინციის სამხრეთით მდებარეობს ჩაო ფრაიას კაშხალი (ყოფილი ჩაინატის კაშხალი), რომელიც მდინარე ჩაო ფრაიაზე მდებარეობს. კაშხალს ორი დანიშნულება აქვს: მისი საშუალებით თავიდან იცილებენ ბუნებრივ სტიქიებს, როგორიცაა წყალდიდობა და მეორე, მდინარე ბრინჯის პლანტაციების მორწყვისთვის ერთ- ერთ ყველაზე ეფექტურ ხერხს წარმოადგენს. კაშხალი, დიდი ჩაო ფრაიას პროექტის ნაწილია, რომელიც დასრულდა 1957 წელს. ჩაო ფრაიას კაშხალი ტაილანდისთვის პირველი კაშხალია.
ისტორია
რედაქტირებაჩაინატი პირველად აიუტაიას პერიოდში შეიქმნა და ის ბირმელი არმიის წინააღმდეგ ბაზას წარმოადგენდა. ბაზის სტრატეგიული მდებარეობის წყალობით ყოველ ბრძოლაში რომელიც აქ გაიმართა, ტაილანდელებმა მოიგეს და შესაბამისად აგილს ჩაინატი ანუ ,,გამარჯვების ადგილი" ეწოდა. [1]
სიმბოლოები
რედაქტირებაპროვინციის გერბზე გამოსახულია დჰამაჩაკკა, უკანა ფონზე კი - მთა. გერბი ასახავს დჰამაჩაკკის ბუდას გამოსახულებას, რომელიც ვატ დჰამამოენშია განთავსებული. თვითონ ეს ადგილი კი მთის ფერდობზეა აშენებული.
პროვინციული ხე არის ბაელის ხილის ხე ( Aegle marmelos ), ხოლო პროვინციული ყვავილი ცისარტყელის წვთების ხე ( Cassia javanica ). ბლეკერის თევზი ( Phalacronotus bleekeri ) - პროვინციული თევზის სახეობაა.
პროვინციის ლოზუნგია: ,,ღირსი ლუანგ პუ სუკი, ცნობილი ჩაო ფრაიას კაშხალი, ცნობილი ფრინველების პარკი და გემრიელი ხაო ტაენგკა პომელო".
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაპროვინციის მთავრობა
რედაქტირებაჩაი ნატი დაყოფილია რვა ოლქად ( ამფოები ). ოლქები შემდგომ იყოფა 53 ქვე-ოლქად ( ტამბონები ) და 503 სოფლად ( მუბანები ).[3]
|
|
ცნობილი ადგილები
რედაქტირებაჩაო ფრაიას კაშხლის გარდა, ჩაინატსს ასევე აქვს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ადგილები, როგორიცაა:
ჩაი ნატის ფრინველების პარკი : ეს არის ყველაზე დიდი ჩიტების პარკი ჩაინატსა და ტაილანდში, რომელიც მოიცავს 248 რაი ფართობს. აქ განთავსებულია აზიის უდიდესი ვოლიერები და ამასთანავე ფრინველებისთვის შექმნილია ბუნებრივი გარემო. გარდა ამისა, აქ არის საზოგადოებრივი აკვარიუმი, სადაც ბინადრობენ მდინარე ჩაო ფრაიას მტკნარი წყლის თევზების სახეობები.
ვატ პაკ ხლონგ მახამ თაო: ტაილანდური ტაძარი ვატ სინგის რაიონში, მთა ხლონგ მახამ თაოს გვერდით . ეს ტაძარი ადრე ლუანგ პუ სუკის რეზიდენცია იყო. ის იყო ბერი, რომელიც ცნობილი იყო თავისი მაგიით. მას ბევრი მოწაფე ჰყავს. მოწაფეებს შორის ერთ- ერთი არის პრინცი აბჰაკარა კიარტივონგსე, ჩუმფონის პრინცი.
საპფაიას ძველი პოლიციის განყოფილება: საპფაიას რაიონის უძველესი პოლიციის განყოფილებაა, რომელიც აშენდა მეფე რამა V- ის პარიოდში. ამ შენობის ასაკი 100 წელზე მეტია.
ჩაინატის პროვინციული სტადიონი, ასევე ცნობილი როგორც ხაო პლონგის სტადიონი: არის ჩაინატის პროვინციული სტადიონი და Chainat Hornbill FC- ის მშობლიური სტადიონი.
ცნობილი პიროვნებები
რედაქტირებაჩაინატში დაბადებულები
რედაქტირებაპუმპუანგ დუანჯგანი (დ. 1961–1992): ლუკ ტუნგის მომღერალი
კაპოლ თონგპლუბი (დ. 1967): დიჯეი, ტელეწამყვანი
მუანგჩაი კიტტაკასემი (დ. 1968): მსოფლიო კლასის პროფესიონალი მოკრივე
2017 წლის ადამიანის განვითარების ინდექსი
რედაქტირებაჯანმრთელობა | Განათლება | დასაქმება | შემოსავალი |
60 | 62 | 75 | 69 |
საცხოვრებელი | ოჯახი | ტრანსპორტი | Მონაწილეობა |
75 | 63 | 34 | 25 |
2003 წლიდან, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ტაილანდში პროგრესი განიცადა. აქ ადამიანის გავითარება ქვე-ეროვნულ დონეზე ხდება, რომელიც მოიცავს ადამიანის განვითარების რვავე ძირითად სფეროს. ეკონომიკური და სოციალური განვითარების ეროვნულმა საბჭომ ცალკეულ პროვინციების განვითარებაზე (NESDB) პასუხისმგებლობა 2017 წლიდან აიღო.[4]
რანგი | კლასიფიკაცია |
1 - 15 | ,,მაღალი" |
16 - 30 | ,,გარკვეულწილად მაღალი" |
31 - 45 | ,,საშუალო" |
45 - 60 | ,,გარკვეულწილად დაბალი" |
61 - 77 | ,,დაბალი" |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 About Chainat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 29 May 2015. შეცდომა ციტირებაში Invalid
<ref>
tag; name "TAT" defined multiple times with different content; $2 - ↑ Distance: Bangkok to Chai Nat. ციტირების თარიღი: 29 May 2015.
- ↑ "Number of local government organizations by province". dla.go.th. Department of Local Administration (DLA). 26 November 2019. Retrieved 10 December 2019.
9 Chai N
- ↑ Human achievement index 2017 by National Economic and Social Development Board (NESDB), pages 1-40, maps 1-9, retrieved 14 September 2019, ISBN 978-974-9769-33-1