ჩაბარუხის განძი
ჩაბარუხის განძი — ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების ბრინჯაოს ნივეთების განძი. აღმოჩნდა 1961 წელს ყოფილ სოფელ ჩაბარუხში, მდინარე ჩაბარუხის (მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. 1,5 მეტრ სიღრმეზე. ნივთები მოთავსებული იყო ბრინჯაოს განიერ, დახვეულ სარტყელში. აღმოჩნდა ბრინჯაოს გრავირებული ცულები. ალისებურპირიანი სატევრები, ფარი, გრავირებული სარტყლები, სადა სარტყელი, აბზინდები, ბალთები, მშვილდსაკინძები, დუგმები, სამაჯურები, თასები, ტოლჩა, რკინის მახვილი და შუბისპირები, სარდიონის მძივები და სხვა. სულ 133 ნივთი.
ჩაბარუხის განძი დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ფანცხავა ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 68.