შუშანა მგელაძე
შუშანა მგელაძე (დ. 27 აგვისტო, 1916, ოზურგეთი — გ. 29 ნოემბერი, 2008) — ქართველი საბავშვო პოეტი.
შუშანა მგელაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 27 აგვისტო, 1916 |
დაბადების ადგილი | ოზურგეთი |
გარდაცვალების თარიღი | 29 ნოემბერი, 2008 (92 წლის) |
დასაფლავებულია | ვაკის სასაფლაო |
ბიოგრაფია
რედაქტირებაშუშანა მგელაძე დაიბადა 1916 წელს ქალაქ ოზურგეთში, ქართველი მწერლის საფო მგელაძისა და ვლადიმერ მგელაძის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ოზურგეთის გიმნაზიაში. დიდი წვლილი შეიტანა რეგიონის, განსაკუთრებით კი კურორტ ბახმაროს აღორძინების საქმეში.
მისი შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყო რვა წლის ასაკში, როდესაც დაწერა პირველი ლექსი. 1930 წელს ჟურნალ „ოქტომბრელში“ დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი „8 მარტი“, რომელმაც რუსი მწერლის ოლგა ფორშის ყურადღება დაიმსახურა. ამ დროისათვის შუშანა მგელაძე მეთოთხმეტე საცდელ-საჩვენებელი შრომის სკოლის მერვე კლასის მოსწავლე იყო. მისი ლექსი მალევე მეოთხე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში შეიტანეს. პოეტი ქალის პირველი წიგნი მხოლოდ 1969 წელს დაისტამბა.
გარდაიცვალა 2008 წლის 29 ნოემბერს. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ შუშანა მგელაძე (1916-2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-22. ციტირების თარიღი: 2021-01-05.