შუახევიჰესი
ჰიდროელექტროსადგური საქართველოში
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
შუახევიჰესი — მშენებარე ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. პროექტის მშენებლობას ინდური Tata Power-ისა და ნორვეგიული Clean Energy Invest-ის მიერ დაფუძნებული ერთობლივი საწარმო – „აჭარისწყალი საქართველო”, მდინარე აჭარისწყალზე და მისი შენაკადების გასწვრივ ახორციელებს. მშენებლობა 2014 წლის 9 მარტს დაიწყო. მისი დასრულების თარიღ 2017 წლის 9 ნოემბერია, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვება კი 2018 წლის 9 იანვარს იგეგმება. „შუახევიჰესი“ ორი დამოუკიდებელი ჰესის (187 მეგავატი საერთო დადგმული სიმძლავრით) მშენებლობას და ოპერირებას ითვალისწინებს. პროექტით მდინარე აჭარისწყალზე, მდინარე სხალთასა და მდინარე ჩირუხისწყალზე ორი კაშხლისა და ერთი დამბის მოწყობაა გათვალისწინებული.