შუამთა (მთა)
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
შუამთა[1][2] — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ხევსურეთის არაგვის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3171 მ. აგებულია ზედალიასური ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. დამახასიათებელია კლდოვანი, ძლიერ დანაწევრებული რელიეფი, ციცაბო კალთები. ჩრდილოეთ კალთაზე ორი ძველი ცირკია, საიდანაც მეოთხეულ პერიოდში ეშვებოდნენ მყინვარები. მთაზე გვხვდება ხავსები და ლიქენები.
შუამთა | |
---|---|
კოორდინატები: 42°35′53″ ჩ. გ. 44°56′02″ ა. გ. / 42.59806° ჩ. გ. 44.93389° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3171 მ |
ქედი | თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | ქვიშაქვა და თიხაფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 50.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 196.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 117.