შტრო
შტრო — რომის ავსტრიული მწარმოებელი, განსაკუთრებით სუნელიანი რომების და მაღალეფექტური რომების, რომლებიც გამოიყენება თბილ სასმელებსა და კერძებში. ბრენდი შტრო რომი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალკოჰოლური სასმელი ავსტრიიდან. ეს სახელი ფართოდ არის გამოყენებული როგორც ალკოჰოლური სასმელების ზოგადი სინონიმი გერმანულენოვან რეგიონებში, იმ სასმელებისა, რომლებსაც აქვთ ალკოჰოლის მაღალი შემცველობა. კომპანიას ფლობენ ავსტრიელი მესაკუთრეები.
ისტორია
რედაქტირება1832 წელს დაწყებული ფესვებით, შტროს ისტორია იწყება 1857 წელს კლაგენფურტში, სადაც დაიწყო ლიქიორისა და კონიაკის მასშტაბური წარმოება. კომპანიას, მისი დამფუძნებლის, ბოშტიან შტროს სახელი მიენიჭა, რომელმაც მცირე ბიზნესის წამოიწყო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მისმა ქვრივმა, მარია შტრომ, განაგრძო ბიზნესი წარმოება კლაგენფურტის კარფრეიტშტრასეს 18-ში.[1]
ზღვაზე გასასვლელის არმქონე კომპანია მდებარეობდა ავსტრია-უნგრეთის რეგიონში, კომპანიას არ ჰქონდა პირდაპირი წვდომა ტროპიკული რეგიონების კოლონიებზე, სადაც ჰქონდათ რომი და რომის იმპორტირებაზე მარტივი წვდომა იყო. რომის მსგავსი პროდუქტის დასამზადებლად, იმდროინდელმა წარმოებამ შეცვალა შაქრის ლერწმის არომატი არომატიზატორების ნარევით, რომელსაც დაუმატა ალკოჰოლი შაქრის ჭარხლიდან და ცნობილი გახდა როგორც Inländer-Rum („შიდა რომი“). ამ ისტორიულმა შემცვლელმა შექმნა გამორჩეული პროდუქტი, რომელსაც, ძირითადად, წიწიბურასა და ვანილის სუნი ასდიოდა.[2] იგი გახდა რეგიონის ფავორიტი, მოგვიანებით კი ოქროს მედლით დაჯილდოვდა პარიზის 1900 წლის გამოფენაზე.[3]
დღეს ავსტრიული რომი არის ნამდვილი რომი, რომელიც დამზადებულია შაქრის ლერწმის ქვეპროდუქტებისგან, ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად. ხოლო, ინლენდერის ტიპური არომატი ტრადიციული ესენციებით არის უზრუნველყოფილი.
პროდუქციის ხაზი
რედაქტირებაკომპანია ყველაზე ცნობილია თავისი ფლაგმანური პროდუქტით, შტრო რომით და მისი ჩამოსხმული მონადირის მუშტით Jagertee, რომელიც, როგორც წესი, თბილია და იყიდება სათხილამურო კურორტებზე.[4] შტრომ ასევე დაამზადა ალკოჰოლური სასმელების სხვა შეფუთული პროდუქტები, რომლებიც, ძირითადად. მხოლოდ ევროპაშია ხელმისაწვდომი, მათ შორისაა შტრო პუნში, შტრო ქრიმი, შრო ფაირი და შტრო კოლა.
შეერთებულ შტატებში შტრო რომი ცნობილია ალკოჰოლის ძალიან მაღალი შემცველობით[5].
შტროს პროდუქტები საერთაშორისო ბაზარზე მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი.[6]
პროდუქტის გამოყენება
რედაქტირებაშტროს ექსპორტი გერმანიაში, სკანდინავიასა და ბენილუქსში კომპანიის გაყიდვების დაახლოებით ორ მესამედს შეადგენს.
რომის პროდუქტი არის იშვიათად სუფთა და უფრო ხშირად გამოიყენება სამზარეულოს ან სხვა თბილ პუნშებთან შერევით (მათ შორის ცხელი ჩაი, თაფლი და კარაქი[7]). აალებადობის გამო ის გამოიყენება სასმელებზე ცეცხლის გასანათებლად[8] ან ისეთ ძლიერ კოქტეილებში, როგორიცაა ვონ ტიკი.[9]
შტრო ყველაზე ხშირად გამოიყენება საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის: როგორც მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ავსტრიული სამზარეულოს სიროფების, ნამცხვრების და სხვა დესერტების დასამზადებლად.[10] [11] ამის მაგალითია რუმტოფფი,[12] ხილის კომპოტისა და რომისგან ქლიავის ნამცხვრის მომზადება.[13]
პროდუქტის შეფუთვა
რედაქტირებაშტრო რომი შეფუთულია ყავისფერ მინის ბოთლებში, რომელიც მიზნად ისახავს მონადირეთა ყავისფერი გაცვეთილი მათარას მიბაძვას. ზოგი პროდუქტი ასევე შეფუთულია უფრო დიდ დოქებში, რომლებშიც იყენებენ რეზინის საცობებს. სხვა ვარიაციებში შედის, შტრო სიროფის ჭურჭელში, მინის ბოთლებსა და ქილაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ History of Stroh. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 30 January 2019.
- ↑ Stroh 160. ციტირების თარიღი: 30 January 2019.
- ↑ Stroh Timeline. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 30 January 2019.
- ↑ Little Tea Book, https://books.google.com/books?id=9mS-6xfbS80C
- ↑ The Stroh Story. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 30 January 2019.
- ↑ Company's history on http://www.stroh.at/en/brand/history/. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-03. ციტირების თარიღი: 2020-09-28.
- ↑ STROHbranca. ციტირების თარიღი: 31 January 2019.
- ↑ Flaming B-52. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 თებერვალი 2019. ციტირების თარიღი: 31 January 2019.
- ↑ Beachbum Berry Remixed.
- ↑ The Spirit of Austria.
- ↑ Baking with Stroh. ციტირების თარიღი: 30 January 2019.
- ↑ How and When to Make Rumtopf Fruit. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 27, 2014. ციტირების თარიღი: February 23, 2014.
- ↑ Stroh Rum Prune Cake. ციტირების თარიღი: 31 January 2019.