შრეში
შრეში (ლათ. Eremurus) — მრავალწლოვანი ფესურიანი ბალახოვანი მცენარეების გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. ფესვის ყელთან როზეტად შეკრებილი ფოთლები აქვს, საიდანაც ამოდის 0.5–2 მეტრამდე სიმაღლის საყვავილე ყლორტი, რომელსაც წვერში დიდი, მრავალყვავილიანი მტევანი უვითარდება.
შრეში | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Eremurus himalaicus | ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Eremurus | ||||||||||
|
გვარის 50-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ძირითადად ცენტრალურ აზიაში, ყირიმში, ირანსა და ავღანეთში. კავკასიაში მხოლოდ ერთი სახეობაა „Eremurus spectabilis“, რომელიც საქართველოშიც გვხვდება კლდეებსა და მშრალ ფერდობებზე მთის შუა სარტყლამდე. აშენებენ ბაღებსა და პარკებში.
ფესვებიდან ამზადებენ წებოს. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს ყვითელ საღებავს. ფესვებში არის პოლისაქარიდი ერემურანი, რომელსაც მედიცინაში იყენებენ. ნორჩი ფოთლები საჭმელად იხმარება.
ლიტერატურა
რედაქტირება- მ. დავლიანიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 27.