შოიხცერია, შეიხცერია (ლათ. Scheuchzeria) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი შოიხცერიასებრთა ოჯახისა. იზრდება 10-30 სმ-მდე. ყვავილები ორსქესიანია, წვრილი, მომწვანო. 1-2 სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცივ და ზომიერ სარტყლებში. აღსანიშნავია ჭაობის შოიხცერია (ლათ. Scheuchzeria palustris). ტორფის წარმომქმნელი მცენარეა.

შოიხცერია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Scheuchzeria
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 201616

ლიტერატურა რედაქტირება