შოთა ჯავახიშვილი
შოთა ჯავახიშვილი (დ. 1 იანვარი, 1929 — გ. 25 თებერვალი, 2001) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1990).
შოთა ჯავახიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1 იანვარი, 1929 |
გარდ. თარიღი | 25 თებერვალი, 2001 (72 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი |
მუშაობის ადგილი | ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მეცნიერების დოქტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაშოთა ჯავახიშვილმა დაამთავრა დუშეთის პედაგოგიური ტექნიკუმი 1943 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფ-ჰიდრო-კლიმატოლოგის სპეციალობით 1951 წელს.[1]
1943–46 წლებში მუშაობდა სოფლების არბუეთისა და ჯავახიანთკარის დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებლად; 1951–52 წლებში საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამმართველოს სამსახურში; 1952–57 წლებში თბილისის ავიომეტეოროლოგიურ სადგურში უფროს ინჟინერ-სინოპტიკოსად; 1957–69 წლებში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1969 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიის და ოკეანოლოგიის კათედრაზე. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1960 წელს თემაზე: „შიგნით კახეთის კლიმატი“.[1]
მის საკანდიდატო ნაშრომში დეტალურადაა მოცემული საკვლევი მხარის მრავალფეროვანი კლიმატის დახასიათება და მისი საწარმოო მნიშვნელობა. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1994 წელს თემაზე: „ატმოსფერული ნალექები საქართველოს ტერიტორიაზე“. იგი მუშაობდა მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიის, ჰავის ატმოსფეროს დაცვის, ეკოლოგიის, ჰავის ცვლილებების საკითხებზე. ნაშრომებში გაშუქებულია საქართველოს ჰავის თავისებურებები.[1]
გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი, რომელთაგან 18 მონოგრაფია, სახელმძღვანელო და ბროშურაა. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქართულ ენაზე დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნის საქმეში. გამოცემული აქვს 6 სასწავლო რუკა, მონაწილეობდა საქართველოს ატლასის (1964) და საქართველოს სასკოლო გეოგრაფიული ატლასის (1992) შედგენაში. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია.[1][2]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- კლიმატოლოგია : ლექციების კურსი (ავტორი) // ნაწ. 2. თბილისი, თბ., 1993;
- კლიმატოლოგია : ლექციების კურსი (ავტორი) // ნაწ. 1. თბილისი, თბ., 1992;
- პრაქტიკული სამუშაოები მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიაში. თბილისი, თბ., 1987;
- კლიმატოლოგიური ტერმინების სამენოვანი ლექსიკონი (შემდგენელი). თბ., 1977;
- საქართველოს ჰავა (თანაავტორი). თბ., განათლება, 1971;
- მეტეოროლოგიური დაკვირვება სკოლაში. თბ., ცოდნა, 1961.