შოთა ხუციშვილი

ქართველი გამომგონებლები
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შოთა ნიკოლოზის-ძე ხუციშვილი (დ. 25 იანვარი, 1924, თბილისი — გ. 28 მაისი, 2012) — ქართველი ინჟინერი, ავია-კონსტრუქტორი და გამომგონებელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 60-ზე მეტი გამოგონების ავტორი და პატენტის მფლობელი სხვადასხვა სფეროში: თვითმფრინავმშენებლობა, საფრენი აპარატები (საფრენი აპარატი „შოთა“, ჰელიკოფტერი-თვითმფრინავი ცვალებადი გეომეტრიის როტორით, ცვალებადდიამეტრიანი ხრახნი), კოსმოსური სივრცის ათვისება, ტურბომშენებლობა, ჩარხმშენებლობა, გემთმშენებლობა, ენერგო, ჰიდრო და მანქანათმშენებლობა, პნევმო-მილების კონტეინერთა სატრანსპორტო კონსტრუქციები, ქარის ცვალებადი დიამეტრის ენერგეტიკული დანადგარები და სხვ. 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა პროექტს - „ცვალებადი გეომეტრიის ხრახნი და მისი მართვის საშუალება“, ბოინგის კორპორაციისა და ISTC -ს საგრანტო დაფინანსებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. სიცოცხლის ბოლომდე შოთა ხუციშვილი აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა ინოვაციურ გამოგონებაზე. იგი 2011 წლის პროექტის - "მეცნიერების, გამომგონებლების, ნიჭიერი და კრეატიული ადამიანების ხელშეწყობა" ფარგლებში დაჯილდოვდა და მას გადაეცა თბილისის მერიის სიგელი.

შოთა ხუციშვილი

შოთა ხუციშვილი, თბილისი, 2010
დაბ. თარიღი 25 იანვარი, 1924
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი 26 მაისი, 2012 (88 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
დასაფლავებულია თბილისის მახათას მთის პანთეონი
მოქალაქეობა საქართველო
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მეცნიერი, ინჟინერი და გამომგონებელი
მუშაობის ადგილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ)
ალმა-მატერი მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი, საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტი
მეუღლე სოფიო (სამიკო) თარალაშვილი-ხუციშვილი (1924-2012 წწ.).
შვილ(ებ)ი გიორგი ხუციშვილი, მეცნიერი, ფილოსოფოსი, კონფლიქტოლოგი, საზოგადო მოღვაწე (1948-2013 წწ.).
ჯილდოები თბილისის მერიის სიგელი "მეცნიერების, გამომგონებლების, ნიჭიერი და კრეატიული ადამიანების ხელშეწყობა", 2011 წ.
ხელმოწერა
ცნობილია როგორც ვერტიკალური აფრენა-დაფრენის საფრენი აპარატის ცვალებადი გემოეტრიის ხრახნი
სამეცნიერო სფერო ინჟინერი და ავია-გამომგონებელი

შოთა ხუციშვილი დაიბადა 1924 წლის 25 იანვარს თბილისში, ნიკოლოზ და ნატალია ხუციშვილების ოჯახში. მამა, ნიკოლოზ ხუციშვილი, საქართველოს პირველი მფრინავის – ბესარიონ ქებურიას - მოსწავლე იყო: ჯერ მისი მემანქანე და მანქანათმშენებელი, შემდეგ კი – დამოუკიდებელი მფრინავი გახდა. შოთა ბავშვობიდან მამის დამკვიდრებულ ტრადიციას გაჰყვა, 15 წლიდან სწავლობდა აეროდინამიკას და სკოლაში, გაკვეთილების შუალედში, გიგანტურ ჰიდროთვითმფრინავ–სანატორიუმს აპროექტებდა. დედას - ნატალია ხუციშვილი (ქალწულობაში მანდრიკინა) - დამთავრებული ჰქონდა სოხუმის კეთილშობილ ქალთა გიმნაზია. ნატალია პროფესიით ქიმიკოსი იყო, წლების მანძილზე მუშაობდა ქიმიური მრეწველობის საწარმოში, თბილისში. 1947 წელს შოთა ხუციშვილმა იქორწინა სოფიო (სამიკო) თარალაშვილზე (1924-2012 წწ.). სოფიო პროფესიით ვოკალისტი (მეცო-სოპრანო) იყო, მუშობდა საქართველოს სახელმწიფო კაპელაში. შოთას და სოფიოს შეეძინათ ვაჟი - გიორგი ხუციშვილი (1948-2013 წწ.), ცნობილი ქართველი კონფლიქტოლოგი.

განათლება

რედაქტირება

1941 წლის ოქტომბერში, საშუალო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე შოთა ხუციშვილი „განსაკუთრებული ნიჭის გამო“ უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის საავიაციო ტექნიკუმში, რომლის დირექტორი იმ დროს გახლდათ მიხეილ ჯიბუტი. 1944 წელს, საავიაციო ტექნიკუმის წარმატებით დამთავრების შემდეგ, შოთა ახალგაზრდა ქართველ სტუდენტებთან ერთად ჩაირიცხა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში დაარქივებული 2021-11-08 საიტზე Wayback Machine. . 1964 წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და 1969 წელს დაამთავრა მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი.

შოთა ხუციშვილი, თბილისი, 1960 წ.

პროფესიული საქმიანობა

რედაქტირება

1947 წელს, 23 წლის შოთა ხუციშვილმა მიიღო პირველი საავტორო მოწმობა გამოგონებისათვის, რომლის განვითარებას მან მთელი შემდგომი შემოქმედებითი ძალისხმევა მიუძღვნა: „ვერტმფრენი-თვითმფრინავი ცვალებადი გეომეტრიის როტორით“. ეს იდეა მან ჯერ კიდევ თბილისის საავიაციო ტექნიკუმის სადიპლომო ნაშრომის სახით დაამუშავა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში შოთა ხუციშვილი ტექნოლოგად მუშაობდა თბილისის გ. დიმიტროვის სახელობის 31-ე ქარხანაში (ახლანდელი სს „თამ“-თბილავიამშენი (თამ) დაარქივებული 2021-08-28 საიტზე Wayback Machine. ), სადაც მან 13 წელი იმუშავა. კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანასა და ხელსაწყოთა მშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში ის ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე წლების მანძილზე მუშაობდა. 1995 წლიდან, სიცოცხლის ბოლომდე შოთა ხუციშვილი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1996 წლიდან წამოიწყო და უკვე 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა თავისი ავია-გამოგონების პატენტის „ცვალებადი გეომეტრიის ხრახნი და მისი მართვის საშუალება“ (Variable Geometry Rotor (VGR) and its Actuators) მშენებლობის პროექტს პროექტის მენეჯერისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის სტატუსით ბოინგის კორპორაციისა და ISTC -ს საგრანტო დაფინანსებით (პროექტის ინდექსი: G-060-1, G-060-2), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. ბოინგის კორპორაცია პროექტში, ასევე, მონაწილეობდა კოლაბორატორად, რომლის წარმომადგენელი იყო დოქტორი ლეო დადონე. პროექტის მომდევნო ეტაპები გაგრძელდა დაარქივებული 2021-05-06 საიტზე Wayback Machine. 2013 წლამდე. შოთა ხუციშვილი მთელი თავისი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მრავალ ახალ გამოგონებაზე განაგრძობდა მუშაობას და მნიშვნელოვანი ინოვაციების ავტორად არის აღიარებული.

შოთა ხუციშვილი (ცენტრში), ლეო დადონე (შოთას მარჯვნივ), ირგვლივ პროექტის მონაწილენი, თბილისი, 2000 წ.

გარდაცვალება

რედაქტირება

შოთა ხუციშვილი გარდაიცვალა 89 წლის ასაკში, 2012 წლის 28 მაისს, თბილისში. დაკრძალულია თბილისის მახათას მთის პანთეონში.

წიგნი შოთა ხუციშვილის გამოგონებების შესახებ

რედაქტირება

ხუციშვილი, გ., 2013. "იდეისადმი მიძღვნილი ცხოვრება", თბილისი. ISBN 978-9941-0-5443-3

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შოთა_ხუციშვილი“-დან