შოთა ძე ართავაჩოსძისა

შოთა ძე ართავაჩოსძისაXII საუკუნის II ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს დიდებული. სახელის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ეკუთვნოდა ჰერეთის დიდ ფეოდალთა გრიგოლისძეთა საგვარეულოს, რომლის წარმომადგენლები: ასათ, გრიგოლ, შოთა კუპრი ჰერეთის ერისთავები იყვნენ XII-XIII საუკუნეებში.

მოსაზრება, რომ შოთა იყო ჰერეთის ბაგრატიონი (პ. ინგოროყვა), არ არის გაზიარებული ქართულ ისტორიოგრაფიაში. აღმოსავლეთ საქართველოში სხვა დიდებულებთან ერთად შოთამ მონაწილეობა მიიღო დემნა უფლისწულისა და ორბელთა აჯანყებაში (1177-1178) გიორგი III-ის წინააღმდეგ. აჯანყების დამარცხების შემდეგ ის აღარ იხსენიება წყაროებში.

ლიტერატურა

რედაქტირება