კავკასიური ბელადონა
კავკასიური ბელადონა, შმაგა (ლათ. Atropa caucasica) — მცენარე ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. Atropa belladonna-ს მონათესავეა, მაგრამ, მისგან განსხვავებით, შეუბუსავი, ლეგა ნაფიფქით დაფარული ღერო და უფრო დიდი მოიისფრო-მოწითალო ყვავილები აქვს. გავრცელებულია კავკასიაში, აგრეთვე თურქეთისა და ირანის მომიჯნავე რაიონებში. საქართველოში — კოლხეთში, ქართლსა და შიგა კახეთში. იზრდება მთის შუა სარტყლამდე ტყეში (განსაკუთრებით წიფლნარში), მეტ-ნაკლებად ჩრდილიან და ტენიან ადგილებში, ტყის პირებზე, ველობებზე, ნაკაფებზე, ნახანძრალებზე და სხვა.
კავკასიური ბელადონა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კავკასიური ბელადონა შოვში | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Atropa caucasica Kreyer, 1925 | |||||||||||||||
|
სამკურნალო თვისებებით ბელადონას მსგავსია და სავსებით ცვლის მას (ალკალოიდები კავკასიურ ბელადონაში კიდევ უფრო მეტია). ფოთოლს აგროვებენ მაისის დამლევიდან ივლისამდე (ჩვეულებრივ ყვავილობს დაწყებისას). ფესურების შეგროვება სასურველია მაისში ან შემოდგომაზე. მოჰყავთ ღრმა, ფხვიერ, ტენიან და ნოყიერ ნიადაგზე (სასურველია კირიანი). ამრავლებენ თესლით, ფესურის ნაწილებით და კალმით. ნაყოფი შხამიანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 311.