შკულეშკოგენის ეროვნული პარკი
შკულეშკოგენი (შვედ. Skuleskogen) — ეროვნული პარკი შვედეთში, ვესტერნორლანდის ლენში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე.
შკულეშკოგენის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
| |
მდებარეობა | ![]() |
კოორდინატები | 63°07′ ჩ. გ. 18°30′ ა. გ. / 63.117° ჩ. გ. 18.500° ა. გ. |
ფართობი | 30,62 კმ²[1] |
დაარსდა | 1984 წ [1] |
მმართველი ორგანო | შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო |
მოიცავს 30,62 კმ² გორაკ-ბორცვიან არეალს, ასევე მაღალი ნაპირის ნაწილს, რომელიც გამყინვარების შემდგომი პერიოდიდან დღემდე ზღვის დონიდან 300 მეტრზე აიზიდა. დღეისათვის, უძველესი სანაპირო ზოლი თავის გეოლოგიური ფორმაციებით მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
ტურისტული ასპექტით ასევე მნიშვნელოვანია პარკის მდიდარი ფლორა და ფაუნა, რომელიც რამდენიმე საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობასაც მოიცავს, მაგალითად, ფოცხვერი, ლიქენები. სწორედ ეს სიმდიდრე გახდა 1984 წელს ეროვნული პარკის შექმნის საბაბი, რომელიც 2000 წელს მაღალ ნაპირთან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა.
გალერეარედაქტირება
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 Skuleskogen National Park. Naturvårdsverket. ციტირების თარიღი: 2009-02-26.