მაღალი ნაპირი
მაღალი ნაპირი (შვედ. Höga kusten) — ბოტნიის ყურის სანაპირო ზოლი შვედეთისა და ფინეთის შემადგენლობაში. ტერიტორია განსაკუთრებული კვლევის საგანია, რადგან აქ შეინიშნება გამყინვარების შემდგომი უკუქცევის კვალი, როდესაც მიწამ მაღლა აიწია. ეს ფენომენი პირველად აქ იქნა აღმოჩენილი და აღიარებული. ბოლო გამყინვარებიდან მოყოლებული, ხმელეთმა ამ ტერიტორიაზე 800 მეტრით მაღლა აიწია და წარმოქმნა უჩვეულო ლანდშაფტი, რომელიც მაღალი კლდეების ფორმაციებით ხასიათდება.
მაღალი ნაპირი/კვარკენის არქიპელაგი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | შვედეთი, ფინეთი |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | viii |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 63°18′00″ ჩ. გ. 21°18′42″ ა. გ. / 63.30000° ჩ. გ. 21.31167° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) |
ნომერი | 898 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 898 ინგლ. • რუს. • ფრ. |
2000 წელს იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა და შენიშნა რომ „მაღალი ნაპირი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა იმ პროცესების შესწავლისა, რომლებიც გამყინვარების შემდეგ დედამიწის ზედაპირზე მიმდინარეობდა“.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: