შკედერი
მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
შკედერი — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ენგურისა და ხალდეჭალის წყალგამყოფზე, კარეტის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3132 მ. აქვს კონუსური ფორმა, მკვეთრადაა ამაღლებული ირგვლივ მდებარე მოვაკებული ზედაპირიდან. აგებულია ზედა-იურული მერგელოვანი ფიქლებით, კირქვებითა და ქვიშაქვებით. დასავლეთი კალთა ციცაბოა, აღმოსავლეთი — დამრეცი. შემოსილია ალპური მცენარეულობით.
შკედერი | |
---|---|
კოორდინატები: 42°56′32″ ჩ. გ. 42°58′56″ ა. გ. / 42.94222° ჩ. გ. 42.98222° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3132 მ |
ქედი | კარეტის ქედი |
ამგებელი ქანები | მერგელოვანი ფიქალი, კირქვა და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 10.