შიშველლაყუჩა მოლუსკები

(გადამისამართდა გვერდიდან შიშველლაყუჩიანები)

შიშველლაყუჩა მოლუსკები (ლათ. Nudibranchia) — უხერხემლო ცხოველების ქვერიგი მუცელფეხიანების კლასისა. ზოგიერთი მათგანი ჭიებს წააგავს, ხოლო ზოგი სახეობის შიშველლაყუჩა მოლუსკის სხეული სრულებით გამჭვირვალეა. ნიჟარა და ქტენიდიები არ გააჩნიათ. აქვთ მეორეული ლაყუჩები (გვირგვინისებურადაა განლაგებული უკანა გასავლის ხვრელის ირგვლივ) ან სხვადასხვა ფორმის ზურგის გამონაზარდები. ზოგი სახეობა ლაყუჩებს მოკლებულია და კანის მთელი ზედაპირით სუნთქავს. შიშველლაყუჩა მოლუსკების ქვერიგი აერთიანებს 2300-მდე სახეობას, რომელთა უმრავლესობა მტაცებელია. ბინადრობენ ზღვების სანაპირო ზოლში. ზოგიერთი მათგანი ცურავს კიდეც.

შიშველლაყუჩა მოლუსკები
Berghia coerulescens
წყვილი Chromodoris lochi პუერტო გალერაში, ფილიპინებზე
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Nudibranchia

ლიტერატურა რედაქტირება