შირლი მენსონი
შირლი ენ მენსონი (ინგლ. Shirley Ann Manson, დ. 26 აგვისტო, 1966) — შოტლანდიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი, ალტერნატიული როკ-ჯგუფ Garbage-ის ვოკალისტი. კარიერის წლების განმავლობაში იგი ან ედინბურგში, ან აშშ-ში მოგზაურობს, რათა ჯგუფთან იმუშაოს, ამჟამად კი ცხოვრობს ლოს-ანჯელესში.[1] მედიაში მენსონისადმი ინტერესს ხელი შეუწყეს გულწრფელმა სტილმა, მეამბოხე ბუნებამ და გამორჩეულმა ვოკალმა.[2][3][4][5]
შირლი მენსონი | |
---|---|
2012 წელს კიევში. | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | შირლი ენ მენსონი |
დაბ. თარიღი | 26 აგვისტო, 1966 |
დაბ. ადგილი | ედინბურგი, შოტლანდია |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 1981–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | garbage.com |
შირლი მენსონი ვიკისაწყობში |
მომღერლის მუსიკალური კარიერა დაიწყო მოზარდობის პერიოდში, როდესაც ასრულებდა ბეკ-ვოკალს და უკრავდა კლავიშებიან საკრავებზე ჯგუფში Goodbye Mr. Mackenzie. იგი მალევე ჩამოყალიბდა ჯგუფის მუდმივ წევრად და სასცენო გამოსვლებისას მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ჯგუფის ლეიბლმა მას შესთავაზა სოლო-შემსრულებლის კარიერა. ალბომი მენსონმა დამხმარე ჯგუფ Angelfish-ის თანაშემწეობით ჩაწერა, მაგრამ მოგვიანებით, იხილეს რა მხოლოდ ერთხელ მისი მუსიკალური ვიდეო MTV-ის ეთერში, Garbage-ის წევრებმა შირლი მიიწვიეს რამდენიმე დაუსრულებელი სიმღერის ჩასაწერად. ამას მოჰყვა მთლიანი ალბომ Garbage-ის ჩაწერა. დისკი კრიტიკოსების მიერ აღიარებული და მსოფლიო მასშტაბით წარმატებული იყო. ოთხი შემდგომი სტუდიური ალბომით (მათ შორის Version 2.0-ით) და უდიდესი ჰიტების კომპილაციით კოლექტივმა გამართა მსოფლიო ტურნეები და გაყიდა 12 მილიონზე მეტი დისკი.
2006 წელს, როდესაც ჯგუფის მომავალი უცნობი იყო, მენსონმა დაიწყო სოლო-მასალის ჩაწერა. მან მონაწილეობა მიიღო ტელესერიალის „ტერმინატორი: სარა კონორის ქრონიკები“ მეორე სეზონში, კეთრინ უივერის, T-1001 ტიპის ტერმინატორის როლში. 2010 წელს იგი დაუბრუნდა სტუდიას და ჯგუფთან ერთად Not Your Kind of People[6] ჩაწერა, ხოლო 2016 წელს გამოვიდა მეექვსე ალბომი Strange Little Birds.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „შირლი მენსონი“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Changing Face of Shirley Manson. The Herald (Glasgow) (April 2008). ციტირების თარიღი: 7 March 2009.
- ↑ The Darkling Manifesto: Shirley Manson's Individualist Style Legacy. Rolling Stone (31 July 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 5 January 2015.
- ↑ Shirley Manson: Still Mysterious and Delicious. The Austin Chronicle (2 October 2012). ციტირების თარიღი: 5 January 2015.
- ↑ Gee, Catherine (11 May 2012). „Garbage, Troxy, review“. The Telegraph. ციტირების თარიღი: 24 July 2012.
- ↑ ...And God Created Shirley Manson. VAGA magazine. ციტირების თარიღი: 8 December 2014.
- ↑ Singer Manson introduces new husband to students in Paisley. Glasgow Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 13 February 2011.