შიო დავითაშვილი
შიო დავითაშვილი (დ. 1857, სოფ. ბრეთი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი — გ. 1933) — ქართველი რევოლუციონერ-ხალხოსანი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც აკრძალული ლიტერატურის კითხვის გამო გარიცხეს. თბილისში ჩაება ეგნატე იოსელიანის ხალხოსნურ წრეში. 1876 წელს რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდა თბილისის მუშა-ხელოსნებში. 80-იან წლებში გორში დააარსა ხალხოსნური წრე „საიდუმლო კომიტეტი“, რომელსაც კავშირი ჰქონდა „ნაროდნაია ვოლიას“ აღმასკომთან. რევოლუციური პარტიის საჭიროებისათვის მონაწილეობა მიიღო გორის ხაზინიდან ფულის გატაცებაში. 1883 წლის 14 მარტს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა გორში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგ ჩამოშორდა რევოლუციურ საქმიანობას.
თხზულებები
რედაქტირება- ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში, ტფ., 1933.
ლიტერატურა
რედაქტირება- ანთელავა ი., საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან საქართველოში (XIX ს. II ნახ.), თბ., 1967;
- მგალობლიშვილი ს., მოგონებანი, თბ., 1938;
- შველიძე ზ., რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში, თბ., 1960;
- შველიძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 279.