შიო II

(გადამისამართდა გვერდიდან შიო)

შიოსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1435-1438 და 1440-1447 წლებში. საქართველოს მეფის ალექსანდრე I დიდის ერთგული თანამოაზრე. შიო მონაწილეობდა თემურლენგის შემოსევათა შედეგად გაპარტახებული ქვეყნის აღდგენით სამუშაოებში. მცხეთის სვეტიცხოვლის შემცირებული მიწისმფლობელობის გაზრდის მიზნით შიომ სამეფო ხელისუფლებისაგან შეწირულებად მიიღო მრავალი სოფელი და ციხე არმაზი მისი ეკლესიითურთ.

მოხსნიებულია: 1440 წლის სიგელ (რკჱ)-ში; წმინდა დოდოს მონასტრის წინამძღვრის კათოლიკოს შიოსადმი წერილში; 1438 წლის ალექსანდრე მეფის კათოლიკოს შიოსადმი სიგელში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შიო_II&oldid=4644692“-დან