შინაური უნგრულა, ჩვეულებრივი უნგრულაქლიავის ჯიში. გერმანიაში ცნობილი იყო უკვე XVIII საუკუნის დასაწყისიდან. ფართოდაა გავრცელებული პადოლიასა და ბესარაბიაში, სადაც ქლიავის კულტურისათვის საუკეთესო პირობებია მდინარე დნესტრის ნაპირებზე. კარგა ხანია, რაც საქართველოში ეს ჯიშია შემოტანილი, მაგრამ ფართო გავრცელება ვერ მიიღო. შინაურ უნგრულას დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს უხვი მოსავლიანობა, მცირე მოთხოვნილება გარემო პირობებისადმი.

ნაყოფები

ხე საშუალო სიდიდისაა, მრგვალი, ხშირი ვარჯით. ფოთოლი წვრილია, უკუკვერცხისებრი ფორმის, თხელი წაწვეტებული ბოლოთი და შევიწროებული ფუძით. ფოთლის ფირფიტის კიდე წვრილად დაკბილული აქვს. ყვავილობა საშუალო პერიოდისა იცის.

ნაყოფი საშუალო ზომისაა (4,5🞩3🞩3,6 სმ), კვერცხისებრი ფორმის, საშუალო მასა 22,3 გრამს უდრის. ნაყოფის კანი თხელია, მოშავო ლურჯი ფერის, ზევიდან გადაჰკრავს ძლიერი ცვილისებრი ნაფიფქი. რბილობი მომწვანო-ყვითელია, მკვრივი, ძლიერ წვნიანი, მომჟავო-ტკბილი. კურკა წვრილია, თავისუფალი (არაა მიკრული რბილობზე). მწიფდება სექტემბრის შუა რიცხვებში. ნაყოფი კარგია გადასამუშავებლად: ჩირად, სამურაბედ, ხილფაფებად და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხომეზურიშვილი ნ., ერისთავი ელ., საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები, საქართველოს სსრ მიწსახკომი, ლ. პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი, თბ.: „ტექნიკა და შრომა“, 1941.