შიმშილაქედის ღვთისმშობლის ეკლესია
შიმშილაქედის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შიმშილაქედში, აგებულია შუა საუკუნეებში.
ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვით.გადახურვა ორქანობაა, გადახურულია თუნუქის ფილებით. ეკლესიაში შესასვლელი კარი ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედელშია გაჭრილი, სამივე კარის გარშემო პილასტრები. არიქტრავის ქვაზე სამივე კარის ტავზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა, ასევე ჯვრის რელიეფური ფილაა ჩასმული სამკუტხა ფრონტონების ცენტრში. სამხრეთ კარის არქიტრავზე გარდა ჯვრის გამოსახულებისა ერთმანეთზე გადაბმული კისერზე ჯაჭვმობმული ცხოველების გამოსახულებებია, მსგავსი რელიეფი ხშირად მეორედება ზესტაფონის და მთლიანად იმერეთის მასშტაბით ამ პერიოდში აშენებულ ეკლესიების არქიტრავის ქვებზე ინტერიერი მოხატულობის გარეშეა, კამარა თეთრადაა შელესილი, გაშიშვლებულია კედლები და პილასტრები ბათქაშის ფენისგან. რამდენიმე ადგილას ძველი მოხატულობის ფრაგმენტია დარჩენილი. კანკელი შემორჩენილი არაა, მხოლოდ გარდამავალი თაღები და მათი საყრდენი ორი სვეტია დარჩენილი. კუთხეებში კამარის დასაწყისთან ცატანილია მომცრო ზომის ქვევრები აკუსტიკის გაუმჯობესებისთვის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21545