შილერის ძეგლი (კალინინგრადი)
შილერის ძეგლი (რუს. Памятник Шиллеру; გერმ. Schiller-Denkmal) — ძეგლი კალინინგრადში. ეძღვნება გერმანელ პოეტს, ფილოსოფოსსა და დრამატურგს ფრიდრიხ შილერს.
შილერის ძეგლი Памятник Шиллеру | |
---|---|
მდებარეობა | კალინინგრადი, რუსეთი |
მოქანდაკე | სტანისლავ კაუერი |
მასალა | ბრინჯაო |
თარიღდება | 1910 |
მიძღვნილია | ფრიდრიხ შილერი |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებაბრინჯაოს ძეგლი შექმნა 1910 წელს გერმანელმა მოქანდაკემ, კენიგსბერგის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების კათედრის მასწავლებელმა სტანისლავ კაუერმა. შილერის ძეგლის გარშემო სტანისლავ კაუერის ავტორობით სხვა ნამუშევრებიცაა: „ნიმფა ბანაობის შემდეგ“, „დედა და შვილები“, „შადრევანი პუტი“, რელიეფი პოლიციის პრეზიდიუმის შენობაზე და სხვა.
უცნობია რა მიზეზით აღმართეს ძეგლი კენიგსბერგში ფრიდრიხ შილერის პატივსაცემად, რომელიც არ ცხოვრობდა ქალაქში. ერთ-ერთი ვერსიით ძეგლის აღმართვა მიუძღვნეს კენიგსბერგის თეატრის 100 წლის იუბილეს, რომელიც გაიხსნა 1810 წელს შილერის ნაწარმოებით „ვილჰელმ ტელი“[1].
1934 წელს ძეგლი, რომელიც თავდაპირველად იდგა თეატრის წინ, გადაიტანეს ახალი თეატრის წინ მდებარე სკვერში[2].
ძეგლი დაზიანდა 1944 წლის ავიადარტყმის შედეგად, მაგრამ გადაურჩა 1945 წლის აპრილის შტურმს. ლეგენდის თანახმად, შტურმის დროს ძეგლზე რუსულად წააწერეს: „არ ესროლოთ! ეს თქვენია!“[3].
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1950-იანი წლების შუა პერიოდში, ძეგლი გაარემონტეს[4]. კვარცხლბეკზე დაამატეს წარწერა რუსულ ენაზე და ასევე შილერის ცხოვრების წლები.
2017 წლის მდგომარეობით შილერის ძეგლი არის რუსეთის ფედერაციის მონუმენტალური ხელოვნების ძეგლი და იცავს სახელმწიფო[5]. ძეგლი მდებარეობს თეატრის მოედანზე (მშვიდობის პროსპექტზე), კალინინგრადის საოლქო დრამატული თეატრის ახლოს (ყოფილი ახალი თეატრის შენობა).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Памятник Фридриху Шиллеру, путеводитель по Калининграду и Калининградской области. konigsberg.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-14. ციტირების თარიღი: 2017-02-13.
- ↑ Manfred Höhne. Denkmäler - Ostpreussen. www.ostpreussen.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-14. ციტირების თარიღი: 2017-02-13.
- ↑ „Памятник Фридриху Шиллеру в Калининграде“. culture.ru (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-02-13.
- ↑ Памятник Фридриху Шиллеру - Калининград. www.prussia39.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-13.
- ↑ Памятники истории и культуры (объекты культурного наследия) народов Российской Федерации. old.kulturnoe-nasledie.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-13. ციტირების თარიღი: 2017-02-13.