პუტი (შადრევანი)
შადრევანი პუტი (რუს. Фонтан «Путти»; გერმ. Puttenbrunnen) — ისტორიული შადრევანი ქალაქ კალინინგრადში (1945 წლამდე - კენიგსბერგი). შადრევნის ავტორია სტანისლავ კაუერი.
შადრევანი პუტი Путти | |
---|---|
მდებარეობა | კალინინგრადი, რუსეთი |
მოქანდაკე | სტანისლავ კაუერი |
მასალა | ნიჟარქვა |
თარიღდება | 1908 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
აღწერა
რედაქტირებაშადრევნის სახელწოდება მომდინარეობს იტალიური სიტყვისაგან „puttо“, რაც „პატარას“ ნიშნავს. ძეგლი არის ოთხი ხელიხელჩაკიდებული ანგელოზისაგან შემდგარი კომპოზიცია. ფიგურები შესრულებულია ნიჟარქვისაგან[1].
ისტორია
რედაქტირებაშადრევანი შექმნეს 1908 წელს. მისი ავტორია გერმანელი მოქანდაკე, კენიგსბერგის სამხატვრო აკადემიის პროფესორი სტანისლავ კაუერი. შადრევნის ახლოს, კალინინგრადში შემონახულია მოქანდაკის სხვა ნაშრომებიც: ბარელიეფები შენობებზე (პოლიციის პრეზიდიუმის შენობაზე, სამხატვრო აკადემიის შენობაზე და სხვა) და ქანდაკებები („ნიმფა ბანაობის შემდეგ“, „დედა და შვილები“, შილერის ქანდაკება და სხვა).
1912 წელს ქალაქ პოზენში (ამჟამად პოზნანი, პოლონეთი) გამართულ შადრევნების საერთაშორისო გამოფენაზე კაუერის ნამუშევარმა დაიკავა პირველი ადგილი. პოზნანის მაცხოვრებლებს სურდათ შადრევნის ყიდვა, მაგრამ კაუერმა შადრევანი აჩუქა კენიგსბერგს[2].
თავდაპირველად შადრევანი დაამონტაჟეს კენისგსბეგის ციხესიმაგრის ჰაუპტვახტთან, რომელზეც 1944 წელს დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა განახრციელეს ავიადარტყმა[3]. ომის შემდეგ შადრევანი გადაიტანეს უნივერსიტეტის საავადმყოფოს ეზოში დრუმშტრასე 25-29-ში (ამჟამად საპორტო საავადმყოფო, საავადმყოფოს ქუჩა 34-38).
ამჟამინდელი მდგომარეობა
რედაქტირებასაავადმყოფოს ტერიტორიაზე მრავალწლიანი მდებარეობის პერიოდში არც ერთხელ არ ჩაუტარებიათ შადრევნის რესტავრაცია.
კალინინგრადის ოლქის მთავრობის 2007 წლის 23 მარტის № 132 დადგენილების თანახმად შადრევანს მიანიჭეს რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რომელიც შემდგომში დაადასტურა კალინინგრადის ოლქის მთავრობის 2009 წლის 24 დეკემბრის № 799 დადგენილებამ[4].
2010 წლიდან შადრევანი მსოფლიო ოკეანის მუზეუმის ბალანსზეა და მდებარეობს მის ტერიტორიაზე, ლანდშაფტურ პარკში „ძველი პორტი“[3]. 2011 წელს დასრულდა ძეგლის კომპლექსური რესტავრაცია, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 23 165 000 რუბლი[5]. შადრევანი აღადგინეს პეტერბურგის სახელოსნო „მემკვიდრეობის“ საარქივო ფოტოების დახმარებით[1].
შადრევანი მოქმედია. ყოველ გაზაფხულზე აპრილის ბოლო დღეს, მუზეუმში იმართება შადრევნების სეზონის ოფიციალური და საზეიმო გახსნა[6].
შადრევნის სიახლოვეს მუზეუმში 2015 წელს დაამონტაჟეს სტანისლავ კაუერის კიდევ ერთი ცნობილი ნამუშევარი გენიუსის რელიეფი, რომელიც ინახებოდა კალინინგრადის სამხატვრო გალერეაში[7].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Фонтан «Путти» — Наследие. rm-nasledie.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-14. ციტირების თარიღი: 2017-02-13.
- ↑ http://www.balticcm.com.+Königsberger Express online. www.koenigsberger-express.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-14. ციტირების თარიღი: 2017-02-13.
- ↑ 3.0 3.1 Морской Кенигсберг-Кaлининград - Музей Мирового океана. www.world-ocean.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-13. ციტირების თარიღი: 2017-02-13.
- ↑ Список памятников | Официальный сайт администрации городского округа «Город Калининград». www.klgd.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-14. ციტირების თარიღი: 2017-02-13.
- ↑ Паспорт Культурной жизни. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-14. ციტირების თარიღი: 2018-06-16.
- ↑ Фонтаны и выставка - Музей Мирового океана. www.world-ocean.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-20. ციტირების თარიღი: 2017-02-13.
- ↑ Музей Мирового океана откроет после реставрации скульптуру Станислауса Кауэра. www.museum.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-13.