შიდა გერმანისტიკა
შიდა გერმანისტიკა (გერმ. Inlandsgermanistik) — ჰუმანიტარული, აკადემიური და სამეცნიერო დარგი, რომელიც დაკავებულია გერმანული ენისა და ლიტერატურის კვლევითა და სწავლებით. ტერმინით "შიდა გერმანისტიკა" ფაქტობრივად აღინიშნება ის, რასაც საკუთრივ ე.წ. "ტრადიციული გერმანისტიკა" წარმოადგენს, და მისი ცალკე ტერმინად ჩამოყალიბება 1980-იანი წლების დამდეგს უკავშირდება, როცა გაჩნდა საჭიროება ახალი ცნების, ე.წ. "საზღვარგარეთის გერმანისტიკის" შექმნისა.
შიდა გერმანისტიკა ვერსუს საზღვარგარეთის გერმანისტიკა
რედაქტირებაპირველ ყოვლისა, შიდა გერმანისტიკა სამამულო გერმანისტიკას აღნიშნავს, განსხვავებით საზღვარგარეთის გერმანისტიკისაგან, თუმცა საზღვარგარეთის გერმანისტიკა შეიძლება აღნიშნავდეს გერმანიაში, ან რომელიმე გერმანულენოვან ქვეყანაში არსებული ინსტიტუტის, ფაკულტეტის სახელსაც, რომელიც მიზნად ისახავს გერმანული ენის სწავლებას იმათთვის, ვისთვისაც გერმანული ან უცხო ენას წარმოადგენს, ან მეორე, ან მესამე ენას.
ახალი გერმანისტიკული მიმართულება, რომლის ცალკე სახელით ჩამოყალიბებასაც ხელი უნდა შეეწყო გერმანული ენის როგორც არამშობლიური ენის სწავლების ახალი მეთოდიკის ჩამოყალიბებაში, დღესაც საკამათოდაა მიჩნეული.
სამეცნიერო დისკუსიის დაწყება გერმანულ- და არაგერმანულენოვან ქვეყნებში არსებული გერმანისტიკების სხვადასხვაგვარი ორიენტირების შესახებ უკავშირდება ალოის ვირლახერის (Alois Wierlacher) სახელს. ა. ვირლახერი მიიჩნევდა, რომ გერმანისტიკა არაგერმანულენოვან ქვეყნებში შედარებით უცხოთკულტუროლოგიურ დისციპლინად („vergleichende Fremdkulturwissenschaft“) უნდა ჩამოყალიბებულიყო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Gabriele Graefen / Martina Liedke: Germanistische Sprachwissenschaft. Deutsch als Erst-, Zweit- oder Fremdsprache, (UTB 8381), Francke, Tübingen 2008, ISBN 978-3-8252-8381-0
- Thomas Rathmann (გამომც.): Texte, Wissen, Qualifikationen - Ein Wegweiser für Germanisten, Berlin 2000.