საზღვარგარეთის გერმანისტიკა
საზღვარგარეთის გერმანისტიკა (გერმანულად Auslandsgermanistik - საზღვარგარეთის, უცხოეთის გერმანისტიკა) — ჰუმანიტარული, აკადემიური და სამეცნიერო დარგი, რომელიც დაკავებულია არაგერმანულენოვან ქვეყნებში გერმანული ენისა და გერმანულენოვანი ქვეყნების კულტურების სწავლებით და ამ სწავლებისთვის მეთოდოლოგიის შემუშავებით შედარებით ლინგვისტიკურ და შედარებით კულტურულოგიურ შემეცნებათა გათვალისწინების საფუძველზე.
როგორც ცნობილია, გერმანისტიკა ახალ-ახალ შემეცნებათა დოკუმენტირებას ახდენს ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის დარგებში, ხოლო საზღვარგარეთის გერმანისტიკა, როგორც გერმანისტიკის უცხოური ნაწილი კი რომელიმე გერმანულენოვანი ქვეყნისა და შესწავლის ადგილის მიხედვით კონკრეტული არაგერმანულენოვანი ქვეყნის ენის, ლიტერატურის და კულტურის სფეროებში და გადასცემს ამ სფეროებში დაგროვილ ცოდნას.
საზღვარგარეთის გერმანისტიკის დამკვიდრება 1980-იანი წლების დამდეგს უკავშირდება.
გერმანული - უცხო ენა
რედაქტირებასამეცნიერო დისკუსიის დაწყება გერმანულ- და არაგერმანულენოვან ქვეყნებში არსებული გერმანისტიკების სხვადასხვაგვარი ორიენტირების შესახებ უკავშირდება ალოის ვირლახერის (Alois Wierlacher) სახელს. ა. ვირლახერი მიიჩნევდა, რომ გერმანისტიკა არაგერმანულენოვან ქვეყნებში შედარებით უცხოთკულტუროლოგიურ დისციპლინად („vergleichende Fremdkulturwissenschaft“) უნდა ჩამოყალიბებულიყო.
1980-იან წლებში დაწყებულ ამ დისკუსიაში საბოლოოდ ბევრი თეზა დარჩა მიუღებელი, ან დღემდე საკამათო, მაგრამ საბოლოო ჯამში მან ხელი შეუყწო მეცნიერთა შორის ახალი, განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას გერმანისტიკული საუნივერსიტეტო დისციპლინისადმი სახელწოდებით გერმანული, როგორც უცხო ენა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Gabriele Graefen / Martina Liedke: Germanistische Sprachwissenschaft. Deutsch als Erst-, Zweit- oder Fremdsprache, (UTB 8381), Francke, Tübingen 2008, ISBN 978-3-8252-8381-0
- Thomas Rathmann (გამომც.): Texte, Wissen, Qualifikationen - Ein Wegweiser für Germanisten, Berlin 2000.
- Jürgen H. Petersen/Martina Wagner-Egelhaaf (გამომც.): Einführung in die neuere deutsche Literaturwissenschaft, Berlin 2006. ISBN 978-3-503-07959-9