შერწყმული წინადადება
შეწყმულია წინადადება, რომელშიც მოიპოვება ერთ წევრთან დაკავშირებული ორი ან ორზე მეტი ერთგვარი წევრი: რამდენიმე შემასმენელი ერთ ქვემდებარესთან, რამდენიმე ქვემდებარე ერთ შემასმენელთან, რამდენიმე ერთი შინაარსის დამატება, რამდენიმე განსაზღვრება და გარემოება.
შერწყმული წინადადება შეიძლება იყოს ნარევი სახის. ასეთია მაგარლითად: შრომა და სიყვარული აძლევს შნოსა და ლაზათს ადამიანის სიცოცხლეს. აქ შემასმენელთან დაკავშირებულია ორი ქვემდებარე (შრომა და სიყვარული აძლევს) და ორი პირდაპირი დამატება (აძლევს შნოსა და ლაზათს).