შერიფ მარდინი
შერიფ მარდინი (თურქ. Şerif Mardin; დ. 1927, სტამბოლი, თურქეთი — გ. 6 სექტემბერი, 2017) — თურქი სოციოლოგი, პოლიტოლოგი, აკადემიკოსი და მოაზროვნე. 2008 წლის გამოცემაში მას „თურქულ სოციოლოგიაში უხუცესად“ უწოდებდნენ.
შერიფ მარდინი | |
---|---|
თურქ. Şerif Mardin | |
დაბ. თარიღი | 1927[1] [2] |
დაბ. ადგილი | სტამბოლი |
გარდ. თარიღი | 6 სექტემბერი, 2017[3] |
გარდ. ადგილი | სტამბოლი |
დასაფლავებულია | Kilyos Cemetery |
მოქალაქეობა | თურქეთი |
საქმიანობა | სოციოლოგი |
მუშაობის ადგილი | ბოსფორის უნივერსიტეტი და ანკარის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | სტენფორდის უნივერსიტეტი და ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი |
მამა | შემსეტინ მარდინი |
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებამარდინი დაიბადა 1927 წელს სტამბოლში.[4] მამამისი, შემსეტინ მარდინი თურქი დიპლომატი იყო.[5] შემსეტინ მარდინი ისტორიულად ჩამოყალიბებული ოჯახის წარმომადგენელი[6] და არიფ მარდინისა და ბეთულ მარდინის ბიძა იყო.[7] შერიფ მარდინის დედა რეია მარდინი, აჰმეთ ჯევდეთის ქალიშვილი იყო, რომელიც ოსმალური გაზეთ İkdam-ის დამფუძნებელი იყო.
მარდინიმ, 1944 წელს აშშ-ში საშუალო განათლება დაასრულა.[8] 1948 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი მიიღო. შემდეგ, 1950 წელს, ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მიიღო.[9] 1958 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების ასპირანტურა დაამთავრა. მისი სადოქტორო დისერტაცია 1962 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის გამოცემაში გამოქვეყნდა, ნამუშევრის სახელი იყო „ახალგაზრდა ოსმალების აზროვნების გენეზისი“ [10][11].
აკადემიური კარიერა
რედაქტირებამარდინის აკადემიური კარიერა 1954 წელს, ანკარის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაიწყო, სადაც 1956 წლამდე დარჩა.[4] 1958 წლიდან 1961 წლამდე პრინსტონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე მუშაობდა.[9] ერთი წელი (1960-1961) მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში. 1961 წელს დაბრუნდა თურქეთში და დაიწყო მუშაობა ანკარის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.[11] 1964 წელს გახდა ჯერ ასოცირებული პროფესორი და შემდეგ, 1969 წელს პროფესორი.[6] მისი აკადემიური კვლევა ანკარის უნივერსიტეტში, 1973 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ, 1973-1991 წლებში მუშაობდა ბოღაზიჩის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტში. 1999 წელს შეუერთდა საბანაჩის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს, სადაც დღემდე მუშაობს.[9]
გარდა ამისა, მუშაობდა მოწვეულ პროფესორად ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა კოლუმბიის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი), ოქსფორდის უნივერსიტეტი და სირაკუეს უნივერსიტეტი.
წიგნები
რედაქტირება- რელიგია და სოციალური ცვლილება თანამედროვე თურქეთში: ბედიოზამანის შემთხვევა, ალბანი, ნიუ-იორკი: ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამომცემლობა, 1989[12]
- ახალგაზრდა ოსმალელთა აზროვნების გენეზისი: თურქეთის პოლიტიკური იდეების მოდერნიზაციის შესწავლა, სირაკუზი, ნიუ-იორკი: სირაკუზის უნივერსიტეტის გამომცემლობა, ივლისი 2000
- ლაიციზმი თურქეთში, სტამბოლი: კონრად ადენაუერის ფონდის გამომცემლობა, მარტი 2003
- ცენტრი და პერიფერია ოსმალეთის იმპერიაში, ნიუ-იორკი: სირაკუზის უნივერსიტეტის გამომცემლობა 2005
- ერის ბუნება გვიანდელ ოსმალეთის იმპერიაში, ლეიდენი: ISIM 2005
- რელიგია, საზოგადოება და თანამედროვეობა თურქეთში, სირაკუზი, ნიუ-იორკი: სირაკუზის უნივერსიტეტის გამომცემლობა, ივლისი 2006
სქოლიო
რედაქტირება- ↑ NUKAT — 2002.
- ↑ AlKindi
- ↑ 4.0 4.1 Şerif Mardin. Biographical Encyclopedia of the Modern Middle East and North Africa (1 January 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 15 October 2013.
- ↑ Beirut Embassy. Turkish Foreign Ministry. ციტირების თარიღი: 28 July 2012.
- ↑ 6.0 6.1 M. Salih Polat (2009). „Mardinizadeler’in Uzun Yürüyüşü (Mardinizade's long adventure)“. Chronicle (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 28 July 2012.
- ↑ Maadi's Ottomans. Egy. ციტირების თარიღი: 17 July 2013.
- ↑ Şerif Mardin Turkish. Iyibilgi (18 September 2007). ციტირების თარიღი: 28 July 2012.
- ↑ 9.0 9.1 9.2 Şerif Mardin. Sabancı University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 28 July 2012.
- ↑ „ახალგაზრდა ოსმალების აზროვნების გენეზისი“
- ↑ 11.0 11.1 CV-Şerif Mardin. Syracuse University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 28 July 2012.
- ↑ Mardin, Şerif (1989). Religion and social change in modern Turkey: The case of Bediüzzaman Said Nursi. Albany: State University of New York Press. ISBN 0887069975.