შეპიაკიXI საუკუნის I ნახევრის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია. მდებარეობდა წალკის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელში. წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით წყალმა დაფარა. რამდენიმე ქვა, მ. შ. ტიმპანისა, რომელზედაც დათარიღებული წარწერა არის ამოკვეთილი, გადატანილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. სოფელში სამი ეკლესია იდგა. აქედან ორი დანგრეულია. მესამე შიიპიაკის ეკლესია ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა წალკის რაიონში. ეკლესია ნაგებია სუფთად გათლილი მოწითალო ფერის ალგეთის ქვით. სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში სახურავზე მოგვიანებით დააშენეს სამრეკლო. ჩრდილოეთით ეგვტერია, რომელიც ეკლესიას კარით უკავშირდება. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთი სარკმლის თავზე ამოკვეთილია ქტიტორების გამოსახულება ეკლესიის მოდელით ხელში. მათ ზემოთ წმინდანების გამოსახულებაა. საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულების ფრაგმენტები, ძველი კანკელის ნაწილები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11573