შონე ნაცი (სლოვაკ. Schöne(r) Náci), ნამდვილი სახელი და გვარი იგნაც ლამარი (სლოვაკ. Ignác Lamár; დ. 11 აგვისტო, 1897, პეტრჟალკა (ისტ. სახელწოდება Engerau), სლოვაკეთი — გ. 23 ოქტომბერი, 1967, ლეჰნიცე, სლოვაკეთი, 2007 წელს გადმოასვენეს ბრატისლავაში) — ბრატისლავის ქუჩებისა და ყავახანების კოლორიტის განუყოფელი ნაწილი, თითქმის 40 წლის განმავლობაში. მას იცნობდნენ, როგორც წესიერ, წყნარ და ღატაკ ადამიანს, თუმცა ყოველთვის ლაზათიანად ჩაცმულს, ფრაკში, ცილინდრითა და ხელჯოხით.

შონე ნაცი
შონე ნაცის ძეგლი ბრატისლავის მთავარ მოედანზე, კაფე Mayer-თან.

თავდაპირველად იყო მეკონდიტრის მოწაფე, შემდეგ სცენის მუშა, მეწაღის თანაშემწე, დაჰქონდა ნახშირი, წმენდდა ხალიჩებს. გარდა ამისა, დადიოდა ქალაქის ეზოებში და მღეროდა.

მისი, ნატურალური ზომის, ძეგლი დგას ბრატისლავის მთავარ მოედანზე, ყავახანა Mayer–თან.

გარდაიცვალა 70 წლის ასაკში ლეჰნიცეს საოლქო საავადმყოფოში ტუბერკულოზით. ზიგიერთნი ამტკიცებენ, რომ იგი ცოლმა მიატოვა საკურთხეველთან და ამიტომაც შეიშალა, დადიოდა ლამაზად შეფუთული სასაჩუქრე კოლოფებით და ესალმებოდა ყველა გამვლელ ქალს.

შონე ნაცის შესახებ სიმღერა ჯგუფ Lojzo–ს რეპერტუარშია.

მის შესახებ გამოიცა წიგნი სახელწოდებით — „მას შონე ნაცის ეძახდნენ“, რომელიც მისი ბელეტრისტული ბიოგრაფიაა.[1][2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • The Slovak Spectator, 'Schöne Náci finally buried in Bratislava', 17 Dec 2007.
  • Twin City Journal, ‘Schöne Náci loved his town’, 4 September 2007.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ROSA, L.O., Ladislav Ťažký Volali ho Schöne Náci. 3. vyd. Bratislava : Sprint vfra, 2000. ISBN 80-88848-56-3. S. 146.
  2. Ondriš, Ladislav (L. O. Rosa): Volali ho Schöne Náci, Vydal Sprint vfra Bratislava, 2000, třetí vydání, ISBN 80-88848-56-3