ალეკო შენგელია

ქართველი პოეტი
(გადამისამართდა გვერდიდან შენგელია, ალეკო)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შენგელია.

ალეკო სოფრომის ძე შენგელია (დ. 7 ნოემბერი, 1901, სოფ. ხაბუმე, ახლანდ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი — გ. 7 მაისი, 1975, თბილისი) — ქართველი პოეტი.

ალეკო შენგელია
დაბადების თარიღი 7 ნოემბერი, 1901(1901-11-07) ან 1914[1]
დაბადების ადგილი ხაბუმე, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 7 მაისი, 1975(1975-05-07)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ

ბიოგრაფია

რედაქტირება

1930-1933 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1938 წელს ჟურნალში „ჩვენი თაობა“, ალეკო შენგელიამ პირველი წიგნი 1940 წელს გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა ლექსებისა და პოემების კრებულები: „გაზაფხულის სიმღერები“, „მე მიყვარს“, „ლექსები“, „რჩეული“, „ლექსები და პოემები“, „დღეები“, „ოცნებები და ნაფეხურები“, „საბავშვო ლექსები და პოემები“ და სხვა. იგი აგრეთვე ავტორია ისტორიულ-რევოლუციური პიესისა „ციმბირის პაპა“, რომელიც ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დაიდგა 1966 წელს. პოეტის მრავალი ლექსი გაითავისა მკითხველმა, მრავალი მათგანი სიმღერად აქცია და გაახალხურა.

რა სცოდნიათ, ამ პატარა ნამის ღილებს,

თვალს ნაბავენ, თითქოს შენი თვალებია,

ერთხელ მაინც, ჩუმად მაინც გამიღიმე,

რა უღმერთო გაჯავრება გყვარებია.

ან

...თუ დავეცე ნუ მიტირებთ დანანებით,

ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი,

საქართველოს ლამაზებო, საქართველოს მანანებო,

დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები...

იყო გამომცემლობა „ნაკადულის“ მთავარი რედაქტორი და ლიტფონდის დირექტორი. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორი ორდენით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 371, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.