ჩვენი თაობაქართული ყოველთვიური ჟურნალი, საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანო. გამოდიოდა 1935-41 წლებში თბილისში. სხვადასხვა დროს ჟურნალის რედაქტორებად მუშაობდნენ შ. რადიანი, ა. ჭეიშვილი, ი. აბაშიძე, ა. მამაშვილი (მირცხულავა), დ. ბენაშვილი. ჟურნალში ძირითადად ახალგაზრდა მწერალთა ნაწარმოებები იბეჭდებოდა. თანამშრომლობდნენ ლ. ავალიანი, შ. ამისულაშვილი, ლ. ასათიანი, ე. ქარელიშვილი (ასტვაცატუროვი), მ. ბარათაშვილი, ი. ბალახაშვილი, ა. გაწერელია, ა. თევზაძე, გ. კაჭახიძე, ბ. კეშელავა, გ. ლომიძე, ა. მახარაძე, გ. მებუკე, მ. მრევლიშვილი, გ. ნატროშვილი, ი. ნონეშვილი, ვ. უბილავა, ლ. სულაბერიძე, ა. ყოჩიაშვილი, ბ. ჩხეიძე, ა. შენგელია, შ. შერვაშიძე, ს. ციაშვილი, კ. ხიმშიაშვილი და სხვ. ტირაჟი ორი ათასზე მეტი.

ლიტერატურა

რედაქტირება