შელი დიუვალი

ამერიკელი მსახიობი

შელი დიუვალი (დ. 7 ივლისი, 1949 – გ. 11 ივლისი, 2024) — იყო ამერიკელი მსახიობი. ცნობილი გახლდათ ექსცენტრიკული პერსონაჟების როლების შესრულებით. მიღებული აქვს კანის კინოფესტივალისა და ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდოები.

შელი დიუვალი

დუვალი 1977 წელს
დაბადების თარიღი 7 ივლისი, 1949
ფორტ-უერთი, ტეხასი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 11 ივლისი, 2024 (75 წლის)
ბლანკო, ტეხასი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1970–2001; 2022-2023
მეუღლე(ები) ბერნარდ სემპსონი (იქ. 1970; გან. 1974)
პარტნიორ(ებ)ი პოლ საიმონი (1976–1978)
დენ გილროი (1989–2024)

დიუვალმა კარიერა 1970-იან წლებში რობერტ ოლტმენის ფილმებში მონაწილეობით დაიწყო, მათ შორისაა ბრიუსტერ მაკ-კლაუდი (1970), ჩვენნაირი ქურდები (1974) და ნეშვილი (1975). ამ უკანასკნელმა მსახიობს ცნობადობა მოუტანა. დიუვალისთვის კარიერული გარღვევა იყო 1977 წლის თრილერი 3 ქალი, რომელმაც მას კრიტიკული აღიარება მოუტანა. ფილმისთვის მან საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში კანის კინოფესტივალის ჯილდო და ბრიტანეთის კინოინსტიტუტის ჯილდოს ნომინაცია დაიმსახურა. ამავე წელს დიუვალმა მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა ვუდი ალენის ფილმში ენი ჰოლი.

1980 წელს დიუვალმა ვენდი ტორენსის როლი შეასრულა სტენლი კუბრიკის ფილმში ნათება. მსახიობის 1980-იანი წლების პერიოდის ცნობილი ფილმებია: დროის ბანდიტები (1981), ფრანკენუინი (1984) და როქსანა (1987). კინოკარიერის გარდა დიუვალი მცირეწლოვან მაყურებელზე გათვილ სატელევიზიო პროგრამებზე მუშაობდა, რომელთა როგორც შემქმნელი, ასევე წამყვანიც იყო, ესენია: ჯადოსნური ზღაპრების თეატრი (1982-1887) და ზღაპრები & ლეგენდები (1985-1987). ამ უკანასკნელისთვის მან 1988 წელს ემის ჯილდოს ნომინაცია დაიმსახურა.

1990-იანი წლებიდან დიუვალმა სამსახიობო მოღვაწეობა განაგრძო. მსახიობის ამ პერიოდის ფილმებს შორის აღსანიშნავია სტივენ სოდერბერგის შიგნით (1995) და ჯეინ კემპიონის ქალის პორტრეტი (2002). დიუვალმა უკანასკნელი როლი 2002 წელს ფილმში მანანა სამოთხიდან შეასრულა, რის შემდეგაც მსახიობობა შეწყვიტა.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

შელი დიუვალი ტეხასის შტატის ქალაქ ფორტ-უერთში 1949 წლის 7 ივლისს დაიბადა.[1][2][3] მისი დედა, ბობი რუთ კროუფორდი ‒ უძრავი ქონების ბროკერი, ხოლო მამა, რობერტ რიჩარდსონ დიუვალი, ყოფილი აქციონერი, იმჟამად ადვოკატი იყო.[3][4] დუვალს სამი უმცროსი ძმა ჰყავს: სკოტი, შეინი და სტიუარტი.[5]

დიუვალის მამის სამსახურის გამო მისი ოჯახი ტეხასის ფარგლებში საცხოვრებელ ადგილს მუდმივად იცვლიდა. როცა იგი ხუთი წლის იყო, მისი ოჯახი ჰიუსტონში დასახლდა.[3] დიუვალი ენერგიული და შემოქმედებითი ბავშვი იყო. იგი ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა მეცნიერებით და მოზარდობის პერიოდში მეცნიერობისკენ ისწრაფვოდა. მან 1967 წელს უოლტრიპის საშუალო სკოლა დაამთავრა[6] და სამხრეთ ტეხასის ჯუნიორ კოლეჯში ჩააბარა, სადაც ნუტრიციოლოგია და დიეტოლოგია ისწავლა.[7]

 
შელი დიუვალი კეიტ კარადინთან ერთად რობერტ ოლტმენის ფილმში ნეშვილი (1975)

1970-იანი წლები

რედაქტირება

1970 წელს დიუვალმა ერთ-ერთ წვეულებაზე რობერტ ოლტმენი გაიცნო, რომელიც იმჟამად ფილმს ბრიუსტერ მაკ-კლაუდი იღებდა.[3] გადამღები ჯგუფის წევრები იმდენად მოიხიბლნენ დიუვალის არაორდინალური გარეგნობით, რომ მას ფილმში მონაწილეობა სთხოვეს. იგი დათანხმდა და ფილმში სუზან დევისის როლი შეასრულა.[1][8] ფილმში მონაწილეობის მისაღებად დიუვალი ჰოლივუდში გაფრინდა, რაც მისთვის ტეხასის დატოვების პირველი შემთხვევა იყო.

დიუვალმა ოლტმანის მომდევნო ფილმებშიც მოიპოვა როლები. 1971 წელს მან ითამაშა ფილმში მაკკეიბი და მისის მილერი, ხოლო 1974 წელს ფილმში ჩვენნაირი ქურდები კეიტ კარადინის პერსონაჟის საყვარლის როლი შეასრულა. 1975 წელს დიუვალმა მონაწილეობა მიიღო კომედიაში ნეშვილი, რომელმაც როგორც კრიტიკული, ასევე კომერციული წარმატება მოიპოვა. მსახიობმა ფრენსის კლივლენდის როლი შეასრულა ფილმში ბუფალო ფილმი და ინდიელები (1976). იმავე წელს დიუვალმა ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის მოთხრობის ბერნისი მოკლედ იჭრის თმას კინოადაპტაციაში მთავარი როლი მოიპოვა.[9] ამ პერიოდში იგი შოუს შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში ერთ-ერთ ეპიზოდში წამყვანის ამპლუაში წარსდგა და რამდენიმე სკეჩში გამოჩნდა.[10]

 
დიუვალი 1977 წელს

1977 წელს დიუვალმა რობერტ ელტმენის ფსიქოლოგიურ თრილერში 3 ქალი მიიღო მონაწილეობა. მან მილდრენ ლამოროს როლი შეასრულა, რომელიც მეგობართან ერთად კალიფორნიის უდაბნოს უკაცრიელ ქალაქში დასახლდება. ფილმში დიუვალმა, ისევე, როგორც სხვა მსახიობებმა, არაერთხელ მიმართა იმპროვიზაციას.[11] მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა კომეციული წარმატება ვერ მოიპოვა, კრიტიკული აღიარება დაიმსახურა.[12] ჟურნალის Texas Monthly კრიტიკოსებმა დიუვალი „ექსტრაორდინალური შესრულებისთვის“ შეაქეს. დიუვალმა ფილმისთვის საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში კანის კინოფესტივალის და ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდოები, აგრეთვე ბრიტანეთის კინოინსტიტუტის ჯილდოს ნომინაცია მოიპოვა.[13] იმავე წელს მსახიობმა მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა ვუდი ალენის რომანტიკულ კომედიაში ენი ჰოლი.

1980-იანი წლები

რედაქტირება

1980 წელს დიუვალმა მონაწილეობა მიიღო სტენლი კუბრიკის ფილმში ნათება, რომელიც სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციას წარმოადგენს. ფილმში მან ვენდი ტორენსის, ჯეკ ნიკოლსონის პერსონაჟის ცოლის, როლი შეასრულა. დიუვალის შესრულებამ არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო. თავდაპირველად, მსახიობმა მწვავე კრიტიკა დაიმსახურა და ოქროს ჟოლოს ნომინაციაც კი მოიპოვა, თუმცა უკანასკნელ წლებში მის მიმართ დადებითი შეფასებები გაჟღერდა. 2019 წელს ჟურნალში Vulture Magazine კრიტიკოსმა ბილჯ ებირმა დაწერა: „რიცა დიუვალის გაფართოებულ თვალებს კინოთეატრის წინა რიგიდან შევყურებდი, ძალიან მძაფრი შიში განვიცადე... ეს არ იყო არც მსხვერპლის შიში, რომელსაც ცულმომარჯვებული მანიაკი გამოდევნებია. ეს მეტად დამზაფვრელი და ამასთანავე ნაცნობი გრძნობა იყო: ცოლის შიში, რომელმაც თავისი ქმარი საშინელ მდგომარეობაში გამოსცადა და შიშობს, რომ მსგავსი რამ ისევ განმეორდება.“[14]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Taylor, Clarke (1977). „How Did Shelley Duvall Become a Star?“. Boca Raton News.
  2. Colacello, Bob; Warhol, Andy. Shelley Duvall Before 'The Shining'. Interview (2016).
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Kort, Michele (December 15, 1991). „Shelley Duvall Grows Up: There's a Lot of the Kid Left in the Tenacious Producer Who Put Cable on the Map and Breathed New Life into Children's TV“. Los Angeles Times. Los Angeles, California.
  4. Kleiner, Dick (1992). „Ask Dick“. Santa Maria Times. Santa Maria, California. p. C2 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  5. Klemesrud, Judy (March 23, 1977). „Shelley Duvall, An Unlikely Star“ (PDF). The New York Times.
  6. Waltrip Alumni Association, Inc. - Shelley Duvall - Actress/Producer.
  7. Shelley Duvall. Biography.com. The Biography Channel.
  8. Dingus, Anne (1999). „What Part Did Shelley Duvall Beat Out Gilda Radner For?“. Texas Monthly. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 27, 2014.
  9. Hischak, Thomas S. (2014). American Literature on Stage and Screen: 525 Works and Their Adaptations. Jefferson, North Carolina: McFarland, გვ. 23. ISBN 978-0-786-49279-4. 
  10. Season 2: Episode 21. Saturday Night Live Transcripts. ციტირების თარიღი: April 12, 2014
  11. Sterritt, David. 3 Women: Dream Project en.
  12. „Movie Reviews“. The New York Times (ინგლისური). 2020-11-23. ISSN 0362-4331.
  13. BAFTA Awards Search: 1978 Film Actress. BAFTA Awards.
  14. Ebiri, Bilge. (2019-11-08) The Discomforting Legacy of Wendy Torrance en-us.