ფრენსის კლივლენდი

ფრენსის კლარა ფოლსომ კლივლენდ პრესტონი (ინგლ. Frances Clara Folsom Cleveland Preston; დ. 21 ივლისი, 1864, ბუფალო, ნიუ-იორკი, აშშ — გ. 29 ოქტომბერი, 1947, ბალტიმორი, მერილენდი, აშშ) — აშშ-ის პრეზიდენტის სტივენ გროვერ კლივლენდის მეუღლე. აშშ-ის პირველი ლედი 1886 წლიდან 1889 წლამდე და 1893 წლიდან 1897 წლამდე. პირველი ლედი გახდა 21 წლის ასაკში და დღევანდელ დღემდე რჩება ყველაზე ახალგაზრდა პირველ ქალბატონად. ფრენსის კლივლენდი იყო ჩოქტოს ტომის ყოფილი ხელმძღვანელის, პიტერ პიტლინის ბიძაშვილი.

ფრენსის კლივლენდი
Frances Cleveland
ფრენსის კლივლენდი Frances Cleveland
აშშ-ის პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1893 – 4 მარტი, 1897
პრეზიდენტი  გროვერ კლივლენდი
წინამორბედიმერი ჰარისონი
მემკვიდრეაიდა მაკ-კინლი

აშშ-ის პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 ივნისი, 1886 – 4 მარტი, 1889
წინამორბედიროუზ კლივლენდი
მემკვიდრეკეროლაინ ჰარისონი

დაბადებული21 ივლისი, 1864
ბუფალო, ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვლილი29 ოქტომბერი, 1947
ბალტიმორი, მერილენდი, აშშ
მეუღლეგროვერ კლივლენდი (1886-1908),
ტომას პრესტონი (1913-1947)
შვილები5
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფრენსის კლარა ფოლსომი დაიბადა 1864 წლის 21 ივლისს ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში. იგი იყო ადვოკატისა და ნიუ ჰემფშირის პირველმოსახლეების შთამომავლის ოსკარ ფოლსომისა და ემი ჰარმონ-ფოლსომის შვილი.

ფრენსის კლივლენდის ყველა წინაპარი ინგლისიდან იყო წარმოშობით და დასახლდნენ მასაჩუსეტსში, როდ-აილენდში, ნიუ-ჰემფშირში და ნიუ-იორკის შტატის დასავლეთ ნაწილში[1]. იგი იყო ერთდერთი შვილი ოჯახში (მისი და ნენსი ავგუსტი გარდაიცვალა თავის პირველ დაბადების დღემდე). მას თავდაპირველად პაპის სახელი, ფრენკი, დაარქვეს, მაგრამ შემდეგ შეცვალეს მდედრობითი სქესის სახელით და ფრენსისი დაარქვეს. ოსკარ ფოლსომის ძველი მეგობარი გროვერ კლივლენდი 27 წლის ასაკში ფრენსის შეხვდა ძალიან მალე დაბადების შემდეგ. იგი ყურადღებას იჩენდა ბავშვის მიმართ, უყიდა სასეირნო და მასზე ზრუნავდა. 1875 წელს ფრენსისის მამა გარდაიცვალა და 11 წლის გოგონას მეურვე გროვერ კლივლენდი გახდა.

იგი ბუფალოს საშუალო სკოლაში სწავლობდა. შემდეგ ნიუ-იორკის შტატის უელსის კოლეჯში. კოლეჯში სწავლისას ფრენსისმა გროვერისაგან მიიღო დაოჯახების წინადადება. მათ თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადეს ქორწინამდე ხუთი დღით ადრე.

1886 წლის 2 ივნისს 49 წლის უკვე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი და 21 წლის ფრენსის ფოლსომი დაქორწინდნენ თეთრ სახლში. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა, 27 წელი, არსებულ მაგალითებს შორის მეორე იყო. სტივენ გროვერ კლივლენდი არის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც დაქორწინდა თეთრ სახლში. (ჯონ ტაილერიც პრეზიდენტობის დროს დაოჯახდა, თუმცა მათი ქორწილი შედგა ნიუ-იორკში და არა თეთრ სახლში). საქორწინო ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი დაუბრუნდა სამსახურს.

მცირე საქორწინო ცერემონია, რომელსაც მხოლოდ მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ, დასრუყლდა საღამოს შვიდ საათზე თეთრი სახლის ცისფერ ოთახში. ჯვარი დაწერა მღვდელმა უილიამ კლივლენდმა, სიძს ძმამ. ფიცის დადების დროს სათქმელი სიტყვები „პატივი, სიყვარული და დაცვა“ შეიცვალა სიტყვებით „პატივი, სიყვარული და მორჩილება“. მუსიკალურ გაფორმებას უზრუნველყოფდა ჯონ ფილიპ სუზა და საზღვაო ორკესტრი. წყვილმა თაფლობის თვის ხუთი დღე გაატარა დირ-პარკში, კიბერლენდის მთაზე, დასავლეთ მერილენდში.

ახალი პირველი ლედი გახდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყურადღების ობიექტი. პრეზიდენტის დამ როუზ კლივლენდმა, რომელიც 15 თვის განმავლობაშ იყო ქვეყნის პირველი ლედის მოვალეობის შემსრულებელი, ძმის ქორწილის შემდეგ სიხარულით თქვა უარი მოვალეობის შესრულებაზე თავისი კარიერისა და განათლების სასარგებლოდ.

1888 წლის არჩევნებში კლივლენდის დამარცხების შემდეგ ცხოვრობდა ნიუ-იორკში. თეთრი სახლიდან გამოსვლის დროს მან თქვა, რომ დაბრუნდებოდა ოთხი წლის შემდეგ. იგი არ შემცდარა, 1893 წელს ფრენსისი მეორედ გახდა აშშ-ის პირველი ლედი.

კლივლენდების წყვილს შეეძინათ სამი გოგო და ორი ბიჭი: რუთ კლივლენდი (1891—1904), ესთერ კლივლენდი (1893—1980), მარიონ კლივლენდი (1895—1977), რიჩარდ ფოლსომ კლივლენდი (1897—1974) და ფრენსის გროვერ კლივლენდი (1903—1995).

1908 წელს კლივლენდის გარდაცვალების შემდეგ ფრენსისი მარტო ცხოვრობდა პრინსტონში, ნიუ-ჯერსი. 1913 წლის 10 თებერვალს 49 წლის ასაკში გათხოვდა პრინსტონის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორზე ტომას პრესტონზე.

ფრენსის კლივლენდი გარდაიცვალა 1947 წლის 29 ოქტომბერს ბალტიმორში. დაკრძალეს პრინსტონში პირველი ქმრის გვერდით[2][3].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Frances Cleveland Biography". National First Ladies' Library. Retrieved May 23, 2011.. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 9, 2018. ციტირების თარიღი: თებერვალი 22, 2020.
  2. Grover Cleveland Gravesite, Princeton Cemetery. ციტირების თარიღი: April 8, 2017.
  3. Robert Strauss. (September 17, 2013) Where Princeton Buries Its Departed VIPs. ციტირების თარიღი: May 7, 2017.