ჯონ ტაილერი
ჯონ ტაილერი (ინგლ. John Tyler; დ. 29 მარტი, 1790 — გ. 18 იანვარი, 1862) — ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-10 პრეზიდენტი 1841-1845 წლებში. ვიცე-პრეზიდენტი 1841 წელს ვიგების პარტიიდან. იგი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც თანამდებობა წინამორბედის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა. 1825-27 წლებში იყო ვირჯინიის შტატის გუბერნატორი.
ჯონ ტაილერი John Tyler | ||
![]() | ||
აშშ-ის მე-10 პრეზიდენტი | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
4 აპრილი, 1841 – 4 მარტი, 1845 | ||
წინამორბედი | უილიამ ჰენრი ჰარისონი | |
მემკვიდრე | ჯეიმზ ნოქს პოლკი | |
აშშ-ის მე-10 ვიცე-პრეზიდენტი | ||
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
4 მარტი, 1841 – 4 აპრილი, 1841 | ||
პრეზიდენტი | უილიამ ჰენრი ჰარისონი | |
წინამორბედი | რიჩარდ მენტორ ჯონსონი | |
მემკვიდრე | ჯორჯ დალასი | |
ვირჯინიის 23-ე გუბერნატორი | ||
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
10 დეკემბერი, 1825 – 4 მარტი, 1827 | ||
სენატორი ვირჯინიიდან | ||
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
4 მარტი, 1827 – 29 თებერვალი, 1836 | ||
წარმომადგენელთა პალატის წევრი ვირჯინიიდან | ||
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
17 დეკემბერი, 1816 – 3 მარტი, 1821 | ||
დაბადებული | 29 მარტი, 1790 ჩარლზ სიტი ქაუნტი, ვირჯინია | |
გარდაცვლილი | 18 იანვარი, 1862 რიჩმონდი, ვირჯინია | |
ეროვნება | ამერიკელი | |
პოლიტიკური პარტია | ვიგების პარტია, უპარტიო, დემოკრატიული პარტია | |
მეუღლე | 1. ლეტიცია ტაილერი 2. ჯულია ტაილერი | |
პროფესია | იურისტი | |
ხელმოწერა | ![]() |
პრეზიდენტი უილიამ ჰენრი ჰარისონი ინაუგურაციიდან ერთ თვეში, 1841 წლის 4 აპრილს გარდაიცვალა, რამაც ქვეყანაში დაბნეულობა გამოიწვია. იმ დროს აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით ზუსტად არ იყო განსაზღვრული პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტი ხდებოდა პრეზიდენტი, თუ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მომავალ არჩევნებამდე. ვიცე-პრეზიდენტმა ტაილერმა 1841 წლის 6 აპრილს დადო პრეზიდენტის ფიცი, რითაც შეიქმნა პრეცედენტი მომავალი შემთხვევებისთვის. ეს პროცედურა საბოლოოდ დარეგულირდა კონსტიტუციის 26-ე შესწორებით 1967 წელს. 51 წლის ტაილერი იმ დროისთვის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი იყო (მაშინ როდესაც ჰარისონი იყო ყველაზე ხნიერი).
იგი იყო პირველი პრეზიდენტი, ვინც აშშ-ის კონსტიტუციის მიღების შემდეგ დაიბადა. მისი ადმინისტრაციის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ტეხასის რესპუბლიკის ანექსია 1845 წელს.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ჯონ ტაილერი — Find a Grave-ზე