შეკლტონის პირველი ექსპედიცია
ბრიტანეთის ანტარქტიკული ექსპედიცია 1907-1909 წწ. (ინგლ. The British Antarctic Expedition 1907–09), ასევე ცნობილია, როგორც „ნიმროდის“ ექსპედიცია (ინგლ. Nimrod Expedition) — ერნესტ შეკლტონის სამი დამოუკიდებელი ექსპედიციიდან პირველი. ექსპედიციის მიზანი იყო გეოგრაფიული სამხრეთ პოლუსის მიღწევა, თუმცა შეკლტონი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო არასწორად გათვლილი ტაქტიკისა და საპოლუსო გუნდის წევრების გამოფიტვის გამო. მას პოლუსამდე სულ რაღაც 180 კმ დააკლდა. ექსპედიცია მიმდინარეობდა შეკლტონის ყოფილი უფროსის — რობერტ სკოტის პოლიტიკური ზეწოლის პირობებში. თუმცა სწორედ სკოტმა 1912 წლის 17 იანვარს ინგლისელებიდან პირველმა მიაღწია სამხრეთ პოლუსს. მიუხედავად იმისა, რომ მთავარ მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს, ექსპედიციამ „ნიმროდზე“ ანტარქტიკული მატერიკის შესახებ ვრცელი სამეცნიერო ინფორმაცია მოიპოვა. შეკლტონმა და მისმა თანამგზავრებმა პირველებმა გადალახეს ტრანსანტარქტიკული მთები და მიაღწიეს სამხრეთპოლარული პლატოს ცენტრს. მათ აღმოაჩინეს ბირდმორის მყინვარი. ექსპედიციის ჩრდილოეთ პარტიამ პირველმა მიაღწია სამხრეთ მაგნიტურ პოლუსს. განხორციელდა პირველი ასვლა ვულკან ერებუსზე. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ მომავალში ცნობილი ბრიტანელი და ავსტრალიელი პოლარეთის მკვლევრები, მათ შორის დაგლას მოუსონი და რეიმონდ პრისტლი.
ბრიტანეთის ანტარქტიკული ექსპედიცია | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
საექსპედიციო ხომალდი — ბარკენტინა „ნიმროდი“ | |||||||||||
| |||||||||||
შემადგენლობა | |||||||||||
დაზამტრების პარტიის 15 ადამიანი, ხომალდის გუნდის 46 ადამიანი | |||||||||||
მარშრუტი | |||||||||||
მიღწევები | |||||||||||
| |||||||||||
აღმოჩენები | |||||||||||
| |||||||||||
დანაკარგები | |||||||||||
უმცროსმა ოფიცერმა ენეას მაკინტოშმა დაიზიანა თვალი და იძულებული გახდა ევაკუირებულიყო |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- British Antarctic Expedition 1907—1909 დაარქივებული 2008-03-31 საიტზე Wayback Machine. at the New Zealand Antarctic Heritage Trust
- Nimrod, Crew and Personnel List დაარქივებული 2009-06-28 საიტზე Wayback Machine. at Cool Antarctica
- The Nimrod expedition, 1907—1909 at the Glasgow Digital Library
- «Shackleton hut to be resurrected» at BBC News