შეიხ იბრაჰიმ-შაჰი (სპარს. شیخ ابراهیم شاه; დ. 1401 — გ. 1447) — სეფევიეს ორდენის შეიხი 1424-1447 წლებში, შეიხ ხოჯა ალისა და ქადამ ხანუმის ვაჟი, ისმაილ I-ის დიდი პაპა. შეიხის ტიტული მიიღო 1424 წელს. მის შესახებ ინფორმაცია ძალზედ მცირეა. 1441 წელს თან ახლდა შავბატკნიან თურქმანებს საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობაში. იბრაჰიმ-შაჰის მმართველობის პერიოდში სუფიზმმა გავრცელება დაიწყო კავკასიასა და შირვანში. იბრაჰიმის გარდაცვალების შემდეგ სეფევიეს ორდენის შეიხი გახდა მისი უფროსი ვაჟი — შეიხ ჯუნეიდი.

შეიხ იბრაჰიმ-შაჰი
აზერ. Şeyx İbrahim Şah
სეფევიეს ორდენის მე–4 შეიხი
მმართ. დასაწყისი: 1424
მმართ. დასასრული: 1447
წინამორბედი: შეიხ ხოჯა ალი
მემკვიდრე: შეიხ ჯუნეიდი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1401
გარდ. თარიღი: 1447
შვილები: შეიხ ჯუნეიდი
დინასტია: სეფიანები
მამა: შეიხ ხოჯა ალი
დედა: ქადამ ხანუმი
რელიგია: შიიტური ისლამი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
შეიხ იბრაჰიმ-შაჰი
წინამორბედი:
შეიხ ხოჯა ალი
სეფევიეს ორდენის შეიხი
1424–1447
შემდეგი:
შეიხ ჯუნეიდი