შეიხ ადი (ქურთ. Şêx Adî) ან შიხადი (ქურთ. Şîxadî, სრული სახელი: შარაფ ად-დინ აბუ-ლ-ფადაილ ადი ბენ მუსაფირ ბენ ისმაილ ბენ მუსა ბენ მარვან ბენ ალ-ჰასან ბენ მარვანი) — ეზიდიზმის რეფორმატორი. დაიბადა დაახლოებით 1073-1078 წელს ქალაქ ბეით-ფარეში, ბაალბექის ოლქში (ლიბანი) და გარდაიცვალა 1162/1163 წელს ლალეშში (ჩრდილოეთ ერაყი ).

ლალეში, შეიხ ადის დასაფლავების ადგილი

ეზიდიზმის მიმდევრები თვლიან, რომ შეიხი ადი არ იყო ხორციელად ნაშობი და იგი უფალმა გამოგზავნა, სხვა ლეგენდის მიხედვით კი, შიხადი დაიბადა ისტორიულ სირიაში (დღევანდელი ლიბანი) და მის დაბადებამდევე იყო ცნობილი, რომ იგი დიდი პიროვნება გახდებოდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება