შეთე გულუხაიძე

შეთე გულუხაიძე (დ. 1798 — გ. 1870) — თუში სახალხო გმირი, სოფელ ქუმელაურთიდან. კავკასიის ომის მონაწილე, თუშთა რაზმის წინამძღოლი.

მის მამას, ზვიად გულუხაიძეს მეზობლებთან ჩამოვარდნილი სისხლ-მესისხლეობის გამო თავისი თემ-სოფლის დატოვება მოუხდა. შეთე იყო შამილის თანამედროვე და მას დიდ როლს მიაწერენ დაღესტანზე გამარჯვებაში. XX საუკუნეში ნიკო ფიროსმანმა ამ თემაზე შექმნა მხული ტილო რომელსაც აქვს რუსული წარწერა — „შეთე უჩვენებს ბარიატინსკის, თუ როგორ დაიჭიროს შამილი“. დაღესტნის ომების დამთავრების შემდეგ შეთე სოფელ შილდაში დასახლდა. მთავრობის მიერ იგი დანიშნულ იქნა დაღესტნის მხარის საყარაულო რაზმების ინსპექტორად. მას დიდად აფასებდა კახეთის თავადაზნაურობა, მის რაზმებს არაერთხელ წაურთმევია ლეკთა ბანდებისათვის კახეთიდან გატაცებული ტყვეები და დაუბრუნებია თავიანთი ოჯახებისათვის.

ლიტერატურარედაქტირება

  • ცოცანიძე გ., „შეთე“ არტანუჯი, 2013.

რესურესბი ინტერნეტშირედაქტირება