შაჰ-აბას I-ის ლაშქრობები ქართლ-კახეთში
ვიკიპედიელთა მოსაზრებით ეს სტატია ან სექცია უნდა შეერწყას სტატიას/სექციას შაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოში (განხილვა). |
შაჰ-აბას I-ის ლაშქრობები ქართლ-კახეთში | |||
---|---|---|---|
ირან-ოსმალეთის ომის ნაწილი | |||
თარიღი | 1614-1618 | ||
მდებარეობა | ქართლი, თბილისი, კახეთი | ||
შედეგი | სეფიანების გამარჯვება | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
აიღეს თბილისი; ლუარსაბ II-ისა და თეიმურაზ I-ის აჯანყების ჩახშობა; ქართლი და კახეთი ირანის მმართველობის ქვეშ მოექცა; ქართველების მასობრივი დეპორტაცია | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
შაჰ-აბას I-ის ლაშქრობები ქართლ-კახეთში — 1614-1617 წლების სეფიანების მეფის აბას I-ის ოთხი ლაშქრობა აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე ირანისადმი ვასალურ დამოკიდებულებაში მყოფ ქართლისა და კახეთის სამეფოებში, ირან-ოსმალეთის ომის დროს (1603 - 1618). ლაშქრობების მიზეზად სახელდება ირანთან ვასალურ დამოკიდებულებაში მყოფი ქართლის მეფის ლუარსაბ II-ისა და კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის (თეიმურაზ ხანი) დაუმორჩილებლობა და აჯანყება აბას I-ის წინააღმდეგ. თბილისის სრული განადგურების, აჯანყების ჩახშობისა და 130 000-დან 200 000-მდე ქართველის გადასახლებით ირანში, ქართლისა და კახეთის სამეფო ირანის მმართველობის ქვეშ მოექცა.
წინარე ისტორია
რედაქტირება1612 წელს საქართველოსა და შაჰს შორის დაძაბულობა გაიზარდა, რადგან თეიმურაზმა და ლუარსაბმა უარი თქვეს შაჰის წიანდადებაზე ხლებოდნენ მას და მიიმხრეს პრო-ირანულად განწყობილი თავადაზნაურობა, მათ შორის ყარაბახის მმართველი. 1614 წლის გაზაფხულზე ომი დაიწყო. ბრძოლა დასრულდა ნასუჰ-ფაშას ხელშეკრულებით.
ხოცვა-ჟლეტა და გადასახლება
რედაქტირება1616 წელს აბას I-მა თავისი ჯარები გაგზავნა საქართველოში. იგი მიზნად ისახავდა თბილისში ქართველთა აჯანყების აღმოფხვრას, მიუხედავად სეფიანთა ჯარისკაცების სიმრავლისა თბილისის მოსახლეობამ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ირანის ჯარს. შაჰმა გაანადგურა ქართლისა და კახეთის სამეფოები, ხოლო მათი მეფეები თეიმურაზი და ლუარსაბი იმერეთის სამეფოში გააძევა. ლუარსაბი დანებდა შაჰს და იგი დააპატიმრეს, ხოლო თეიმურაზმა გააგრძელა განრისხებული შაჰისადმი წინააღმდეგობის გაწევა, რომელსაც მოჰყვა ქართველების ხოცვა-ჟლეტა და მათი გადასახლებები. ქართლი ნაწილობრივ იხსნა შაჰისადმი ერთგულების გამოცხადებამ, ხოლო კახეთმა დაკარგა მოსახლეობის უმრავლესობა.
ეს გადასახლებები ცნობილია, როგორც სეფიანების პოლიტიკის კიდევ ერთი ეტაპი იმ მასშტაბური გადასახლებებისა ირანის ტერიტორიაზე, რომელიც არა მხოლოდ ქართველებს, არამედ კავკასიის სხვა ეთნიკურ ჯგუფებსაც ეხებოდა, როგორიც იყო ჩერქეზები და სომხები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Blow, David (2009). Shah Abbas: The Ruthless King Who became an Iranian Legend. London, UK: I. B. Tauris & Co. Ltd.. ISBN 978-1-84511-989-8.
- Matthee, Rudi (2011). Persia in Crisis: Safavid Decline and the Fall of Isfahan. I.B.Tauris, გვ. 1–371. ISBN 0857731815.
- Mikaberidze, Alexander (2015) Historical Dictionary of Georgia, e, Rowman & Littlefield. ISBN 978-1442241466.
- Parizi, Mohammad-Ebrahim Bastani (2000). „GANJ-ʿALĪ KHAN“. Encyclopaedia Iranica, Vol. X, Fasc. 3. pp. 284–285.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Ghafouri Ali History of the Iran's battles, from the Medes up to today 2009 ISBN 9789644237386.
- Asadollah Matoufi 4000 years history of Iran army, Persian title: Tārīkh-i chahār hazār sālah-i artish-i Īrān 2003 ISBN 9646820034.
- Roemer, H.R. (1986). „The Safavid period“, The Cambridge History of Iran, Volume 5: The Timurid and Safavid periods. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 189–351. ISBN 9780521200943.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Rayfield, Donald (2012) Edge of Empires. London: Reaktion Books Ltd, გვ. 191. ISBN 978 1 78023 030 6.
- ↑ Eskandar Beg, pp. 900-901, tr. Savory, II, p. 1116
- ↑ Blow 2009, p. 174.
- ↑ Mikaberidze 2015, pp. 291, 536.
- ↑ Malekšāh Ḥosayn, p. 509
- ↑ History of Iranian-Georgian Relations, Savory, II, pp. 1081-83