განჯ ალი ხანი
განჯ ალი ხანი (სპარს. گنجعلیخان; დ. 1567 — გ. 1625) — სეფიანთა ირანის ჯარის სარდალი, ქურთული წარმოშობის. შაჰ-აბას I-ის ერთგული მსახური.
განჯ ალი ხანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | XVI საუკუნე |
დაბადების ადგილი | ჰერათი |
გარდაცვალების თარიღი | 1620 |
გარდაცვალების ადგილი | ქერმანი |
წოდება | გენერალი |
აღიზარდა ჰერათში. 1580-იანი წლებიდან ჩაეწერა ყიზილბაშთა რიგებში. დიდი როლი ითამაშა 1587 წელს, აბას I-ის ტახტზე ასვლაში.
მონაწილეობდა ირანსა და ოსმალეთს შორის გამართულ სამ ომში: 1578-1590, 1603-1618 და 1623-1639 წ.წ. განჯ ალი-ხანი 1596 წელს დაინიშნა ქერმანის პროვინციის მმართველად. თან ახლდა აბას I-ს კახეთში ლაშქრობების დროს.
1621 წელს უხელმძღვანელა ირანის მარბიელ ლაშქრობებს დიდ მოგოლთა იმპერიაში. 1622 წელს მონაწილეობა მიიღო ყანდაარის აღებაში. შაჰმა ქალაქი სამართავად სწორედ მას ჩააბარა.
1624 წელს სარდლობდა ირანის არმიის მესამე დანაყოფს (15000 ჯარისკაცს) ბაღდადის აღების დროს. იქვე დაავადდა მოურჩენელი სენით და გარდაიცვალა 1625 წლის დასაწყისში. შაჰმა ის დიდი პატივით წაასვენა ქერმანში და დაკრძალა მისსავე სახელობის კომპლექსში. სეფიანთა იმპერიის აღსასრულამდე, 1736 წლამდე, ყანდაარს მართავდნენ განჯ ალი ხანის შთამომავლები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Matthee, Rudi (2014). "KERMAN vii. In the Safavid Period". Encyclopaedia Iranica.
- Matthee, Rudi (2010). "KANDAHAR iv. From The Mongol Invasion Through the Safavid Era". Encyclopaedia Iranica, Vol. XV, Fasc. 5. pp. 478–484.
- Parizi, Mohammad-Ebrahim Bastani (2000). "GANJ-ʿALĪ KHAN". Encyclopaedia Iranica, Vol. X, Fasc. 3. pp. 284–285.
- Blow, David (2009). Shah Abbas: The Ruthless King Who became an Iranian Legend. London, UK: I. B. Tauris & Co. Ltd. ISBN 978-1-84511-989-8. LCCN 2009464064.