შარლ ალექსანდრე ლოთარინგიელი
შარლ ალექსანდრე ლოთარინგიელი (ფრანგ. Charles Alexandre de Lorraine, გერმ. Karl Alexander von Lothringen; დ. 12 დეკემბერი, 1712 — გ. 4 ივლისი, 1780) — ლოთარინგიის ჰერცოგ ლეოპოლდ I-ისა და ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელის უმცროსი ვაჟი. ავსტრიული ჯარების გენერალი, ფელდ-მარშალი და ჯარისკაცი. ავსტრიული ნიდერლანდების შტატჰალტერი 1744-1780 წლებში თავის ცოლ მარია ანა ავსტრიელთან ერთად.
შარლ ალექსანდრე ლოთარინგიელი | |
---|---|
ავსტრიული ნიდერლანდების შტატჰალტერი | |
მმართ. დასაწყისი: | 1744 |
მმართ. დასასრული: | 1780 |
წინამორბედი: | ფრიდრიხ ავგუსტ ფონ არახ-რონაუ |
მემკვიდრე: | მარია კრისტინა ავსტრიელი |
თანამმართველი: | მარია ანა ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 12 დეკემბერი, 1712 |
დაბ. ადგილი: | ლუნევილი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 4 ივლისი, 1780, (67 წლის) |
გარდ. ადგილი: | ტერვურენი, ბელგია |
მეუღლე: | მარია ანა ავსტრიელი |
მამა: | ლეოპოლდ I, ლოთარინგიის ჰერცოგი |
დედა: | ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაშარლ ალექსანდრე დაიბადა 1712 წლის 12 დეკემბერს ლუნევილში. იგი იყო ლოთარინგიის ჰერცოგ ლეოპოლდ I-ისა და მისი მეუღლის, მადამ ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელის უმცროსი ვაჟი. 1729 წელს მამამისი გარდაიცვალა და ჰერცოგიც მისი უფროსი ძმა, ფრანც შტეფანი გახდა, რომელმაც 1736 წელს ცოლად შეირთო საღვთო რომის იმპერატორ კარლ VI-ის უფროსი ქალიშვილი მარია ტერეზია ავსტრიელი. ამის შემდეგ ლოთარინგიელი ძმები ვენის საიმპერატორო კარზე გადასახლდნენ, სადაც შარლ ალექსანდრე მალევე შეუერთდა ავსტრიულ არმიას. 1740 წელს იგი ავსტრიული ჯარების ფელდ-მარშალი გახდა.
იმპერატორ კარლ VI-ის გარდაცვალების შემდეგ საღვთო რომის იმპერატორი შარლის ძმა, ფრანც I გახდა, ხოლო ავსტრია-უნგრეთის ტახტი მისმა რძალმა მარია ტერეზამ დაიკავა, რომელსაც ედავებოდა მისი ბიძაშვილი მარია ამალია. ამის გამო დაიწყო ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის, სადაც შარლ ალექსანდრე აქტიურად იბრძოდა მარია ტერეზიას მხარეს. მარია ტერეზიას გადაჭარბებული შეხედულებები ჰქონდა შარლის სამხედრო მონაცემებთან დაკავშირებით, რის გამოც იგი პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-თან საბრძოლველად გაუშვა, რომელიც სილეზიაში ეცილეობდა. 1744 წელს შარლ ალექსანდრემ თითქმის მთელი სილეზია დაკარგა, რომელიც პრუსიას მიუერთდა.
იგი ასევე აქტიურად იყო ჩართული შვიდწლიან ომში, სადაც მოიგო ბრესლას ბრძოლა, თუმცა დამარცხდა პრაღასსა და ლუთენთან. ამის შემდეგ მისმა რძალმა იგი თანამდებობიდან მოხსნა.
1744 წლის 7 იანვარს იგი დაქორწინდა მარია ტერეზიას უმცროს დაზე, ერცჰერცოგინია მარია ანა ავსტრიელზე. ამის გამო მარია ტერეზიამ მასა და თავის დას სამართავად ავსტრიული ნიდერლანდები უბოძათ (თანამედროვე ბელგია და ლუქსემბურგი). სამწუხაროდ, მარია ანა ავსტრიელი იმავე წლის 16 დეკემბერს გარდაიცვალა უშვილოდ, რის შემდეგაც შარლ ალექსანდრეს მეორე ცოლი აღარ შეურთავს. ამის გამო მას არც შვილი ჰყოლია და დარჩენილი ცხოვრება მარტოობაში გაატარა ნიდერლანდებში. იგი გარდაიცვალა 1780 წლის 4 ივლისს, 67 წლის ასაკში.
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Chisholm, Hugh, ed. (1911). "Charles (Prince of Lorraine)" . Encyclopædia Britannica. 5 (11th ed.). Cambridge University Press. p. 936.
- Fred Anderson, Crucible of War: The Seven Years' War and the Fate of Empire in British North America, 1754–1766. Knopf Doubleday Publishing Group, 2007, p. 302.
- L. Douglas Keeney, The Pointblank Directive: Three Generals and the Untold Story of the Daring Plan that Saved D-Day, Bloomsbury Publishing, 2012, page.
- Maria Theresa, J-P Bled
- Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 81.