შაორი ნამოსახლარი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტამბოვკასთან, ფარავნის ტბის სიახლოვეს.[1]

ჯავახეთის ნამოსახლარები
შაორი

შაორის სიმაგრის გეგმა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

შაორი გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარის შედგენის დროს უკვე გაუკაცრიელებული სოფელი ყოფილა. სერგი ჯიქია დავთარში აღნიშნავდა, რომ იგი არც მის თანამედროვე რუკებზე (რუსულ სპეცრუკებზე) იყო აღნიშნული. სამაგიეროდ ასეთი პუნქტი — შაორი (Chaori) აღნიშნული ყოფილა ვახუშტი ბატონიშვილის ატლასსა (#12) და აღწერისადმი დართულ რუკაზე ფარავნის ტბის ჩრდილოეთის მიმართულებითა და რამდენიმე დაშორებით. არც 1923 წელს გამოსულ „საქართველოს ისტორიულ რუკაზე“ ყოფილა სოფელი შაორი აღნუსხული, მაგრამ ამ ზონაში იქ აღნიშნული იყო (ამ სოფლის კიდევ ჩრდილოეთით) მთა შაორი.

შაორის სახელით ცნობილი სოფლის გარდა ცნობილი ყოფილა აგრეთვე შაორის ციხე და შაორისწყალი.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ნარიმანიშვილი გ., შანშაშვილი ნ., კვაჭაძე მ., თრიალეთი : კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, თბ., 2018. — გვ. 271–274.