შამსი ასადულაევი
შამსი ასადულაევი (აზერ. Şəmsi Əsədullayev; დ. 1840 წელი, ბაქო, აზერბაიჯანი – გ. 1913 წელი, იალტა, რუსეთი) — აზერბაიჯანელი ნავთობის ბარონი და ქველმოქმედი. ის იყო პირველი ბიზნესმენი, რომელმაც ბაქოდან ნავთობის ექსპორტის სატრანსპორტო საშუალებად ბარჟები (გარკვეული ტიპის ხომალდი) გამოიყენა.[1]
შამსი ასადულაევი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1840 ბაქო, აზერბაიჯანი |
გარდაცვალების თარიღი |
1913 (73 წლის) იალტა, რუსეთი |
საქმიანობა | ნავთობის ბარონი |
შვილ(ებ)ი |
მირზა ასადულაევი |
ადრეული წლები
რედაქტირებაასადულაევი დაიბადა 1840 წელს ბაქოს სოფელ ამირჯანში. მე-19 საუკუნის შუა ხანებში, როდესაც ნავთობის ბიზნესი აყვავდა, ამირჯანისა და სურახანის ირგვლივ უზარმაზარი ტერიტორიები, რომლებზეც ფერმერები მუშაობდნენ, იყიდეს რუსმა ბიზნესმენებმა ვასილი კოკორევმა და პიტერ გუბონინმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ასაშენებლად. სახნავ-სათესი მიწების გარეშე დარჩენილი ბევრი ფერმერი იძულებული გახდა ეპოვა სამუშაო ნავთობის ბიზნესში. სხვების მსგავსად, შამსი ასადულაევმაც ქარხანაში დაიწყო მუშაობა. 1860 წელს იგი დააწინაურეს დირექტორის მოადგილედ კოკორევში.
1875 წელს, დიდი შემოსავლის მიღების შემდეგ, მან გახსნა თავისი ნავთის ქარხანა. 1890 წელს ასადულაევმა სხვა მწარმოებელთან ერთად დააარსა ნავთობკომპანია. 1891 წელს მან იყიდა სამი ბარჟა, ნავთობის ბაქოდან რუსეთში კასპიის ზღვის გავლით გადასატანად.[2] გავრცელებული ინფორმაციით, ასადულაევი ფლობდა ელექტროსადგურსაც.[3]
შემდგომი წლები
რედაქტირება1890-იანი წლების დასაწყისში მან შეიძინა ნავთობით მდიდარი ტერიტორიები ბაქოს გარეუბანში. როდესაც მისი ნავთობის ექსპორტი რუსეთში მდინარე ვოლგის გავლით გაიზარდა, მან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები გახსნა საექსპორტო მარშრუტის აუზში მდებარე ქალაქებში, მათ შორის მოსკოვში, პოლონეთში, ცენტრალურ აზიასა და ირანში.
ფინანსური სარგებლის მიღების შემდეგ შამსი ასადულაევმა თავისი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანის საზღვაო ფლოტის მშენებლობაში. მან ასევე დააფინანსა სასახლეების მშენებლობა ბაქოს ცენტრში. ასადულაევი დამოუკიდებელი ნავთობმწარმოებელი და საკუთარი კომპანიის მფლობელი გახდა 1893 წელს. 1910 წლისთვის ასადულაევს ჰქონდა 37 ნავთობის ჭაბურღილი, რომელთაგან 17 ნავთობს აწარმოებდა უწყვეტად და მუდმივად მზარდი მოცულობით.
ნობელის ზოროასტერის (პირველი ნავთობტანკერი) კასპიის ზღვაში გამოჩენის შემდეგ ასადულაევმა გაუშვა სამი ნავთობტანკერი - ე.წ. სამი "A": აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში.
ასადულაევს თავიდან აზერბაიჯანელი ცოლი ჰყავდა. წყვილს ხუთი შვილი შეეძინა: მირზა, ალი, სარა, ხადიჯა და აღაბაჯი. როდესაც ის დაქორწინდა რუს ცოლზე, შვილებმა გაწყვიტეს ურთიერთობა მამასთან და ასადულაევი 1903 წელს მოსკოვში გადავიდა. მისი რუსი ცოლი მარი გუდიმე-ლევკოვიჩი იყო დუმის წევრის ქალიშვილი, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა რუსეთის მეფესთან.
აზერბაიჯანის ბოლშევიკების ხელში ჩაგდების შემდეგ ასადულაევი ქვეყნიდან გაიქცა.[4] იგი გარდაიცვალა მზის დარტყმით 1913 წლის 21 აპრილს იალტაში, რუსეთი.
ასადულაევის სახლები
რედაქტირებასასახლე ბაქოში
რედაქტირება1896 წელს, ბაქოში ასადულაევმა ააშენა სამსართულიანი სასახლე, რომელიც დააპროექტა არქიტექტორმა ივან ედელმა.
სახლი მოსკოვში
რედაქტირებაასადულაევმა იყიდა ორი მიწა თათარსკაია სლობოდას მიდამოში, No333 (Maly Tatarsky Pereulok, სახლი 6) და No 334 (იქვე, სახლი 8).
ამ ადგილას 1913 წელს ასადულაევის დაფინანსებით აშენდა ოთხსართულიანი სახლი, რომელიც გახდა მოსკოვის მუსლიმთა კულტურული ცენტრი. 1917 წლის რევოლუციამდე მოსკოვში მუსლიმთა აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი მოსკოველები იყვნენ, რომელთა შორის რიცხობრივად დომინირებდნენ თათრები. სახლში იყო მოსკოვის მუსლიმთა საქველმოქმედო საზოგადოების სკოლა და სამკითხველო დარბაზი, ხოლო 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იგი ასევე იქცა რუსეთში მცხოვრებ მუსლიმთა ერთ-ერთ სოციალურ-პოლიტიკურ ცენტრად.[5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ AZERBAIJANI OIL. ციტირების თარიღი: 2012-01-04
- ↑ Şəmsi Əsədullayev. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2021-10-30.
- ↑ Rustam Alasgarov (August 2011). „Electricity celebrates 110 years in Baku“. Visions of Azerbaijan. ციტირების თარიღი: 2012-01-04.
- ↑ Reiss, Tom (2005) The Orientalist: solving the mystery of a strange and a dangerous life. Random House Digital, Inc, გვ. 31. ISBN 1-4000-6265-9.
- ↑ Дом Асадуллаева | Исламская энциклопедия ru-RU. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-18. ციტირების თარიღი: 2018-11-09