შალვა ჩილაჩავა (დ. 20 მაისი, 1911, ზუგდიდი — გ. 1988) — სამხედრო პირი. მაიორი. საბჭოთა კავშირის გმირი (1944, 23 ივნისს ოზარიჩის მახლობლად, სოფელ როგთან (ბელორუსია) ჩატარებული ოპერაციისათვის). სკკპ, წევრი (1939-). საქართველოს სსრ II, III, IV, VI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

1931-1942 წლებში მუშაობდა ზუგდიდში. დიდი სამამულო ომის დროს 1941-1945 წლებში იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ბელორუსიის I და II ფრონტებზე. 1946 წლიდან ზუგდიდის რაიონში ხელმძღვანელ პარტიულ და სამეურნეო სამუშაოებზე მუშაობდა.

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება