შალვა სირაძე (დ. 18 ოქტომბერი, 1901, პირველი ტოლა, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია — გ. 13 თებერვალი, 1985) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

შალვა სირაძე დაიბადა 18 ოქტომბერს 1901 წელს, სოფელ პირველ ტოლაში,ქუთაისის გუბერნიაში, რაჭის მაზრაში. 1921 წელს მან დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი, შემდეგ იმავე წელს ჩააბარა თბილისის პოლიტექნიკუმში,ხოლო 1922 წელს სასწავლებლად გადავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე. დაპატიმრებული იყო 1922 და 1924 წლებში სტუდენტურ გამოვლებში მონაწილეობისთვის, გამოსვლის შემდეგ სწავლა გააგრძელა 1925 წელ და 1931 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-კონსტრუქტორის სპეციალობით. 1934 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შალვა სირაძემ მუშაობა დაიწყო სამშენებლო კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ - დოცენტად, შემდეგ 1942-1946 წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში, ხოლო 1956 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა პროფესორად. იგი თითქმის 50 წელი კითულობდა ლექციებს. იყო ადგილობრივი მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს სწავლული მდივანი, მინისტრთა საბჭოს სამშენებლო კომიტეტის ექსპერტი, უმაღლესი და საშუალო განათლების კომიტეტის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს წევრი. მან შექმნა ბევრი სამეცნიერო ნაშრომი და 3 სახელმძღვანელო, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, ერთ-ერთი 1961 წელს - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი.

შალვა სირაძე გარდაცვალა 1985 წლის 13 თებერვალს 83 წლის ასაკში.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • მეთოდური მითითებანი მშენებლობის ორგანიზაციის საკურსო პროექტის დამუშავებისათვის : სამშენებლო ფაკ-ტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეც. სტუდენტებისათვის (თანაავტორი), თბ., 1974, გვ. 48
  • ძირითადი სამშენებლო ლაქ-საღებავი და გასაკრავი მასალები : დამხმარე სახელმძღვ. პოლიტექნ. ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი), თბილისი, განათლება, 1966, გვ. 63
  • ძირითადი საშენი მასალები და ნაკეთობანი: ტექნოლოგია, თვისებები, გამოყენება : დამხმ. სახელმძღვ. (თანაავტორი), თბილისი, საბჭ. საქართველო, 1963, გვ. 298

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები, თბ., 2012, გვ. 132-133

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება