შალვა მიქელაძე

ქართველი ექიმი

შალვა ანტონის ძე მიქელაძე (დ. 17 სექტემბერი, 1884, ქუთაისი — გ. 1938, თბილისი) — ქართველი თერაპევტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

შალვა მიქელაძე
დაბ. თარიღი 17 სექტემბერი, 1884(1884-09-17)
დაბ. ადგილი ქუთაისი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1938 ან 1941
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ექიმი
ალმა-მატერი ოდესის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შევიდა ოდესის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1907 წელს. ჯერ დაბა ხონში მუშაობდა ექიმად ორი წლის განმავლობაში, ხოლო 1910 წლიდან თბილისში გადმოვიდა „ქალაქის ექიმად“. 1911 წლიდა იყო ქართული დრამატული საზოგადოების წევრი, 1911—1914 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი. 1904 წელს შალვა მიქელაძე საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წევრი გახდა. 1909 წლიდან თანამშრომლობდა „სახალხო გაზეთსა“ და ფედერალისტური პრესის სხვა ორგანოებში. 1910-იანი წლებიდან იგი სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ხელმძღვანელ ბირთვშია. 1917 წლისის 22 ნოემბერს შალვა მიქელაძე საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე არჩეული ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელეს. 1918 წლის 29 მაისს ის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) გაფართოებულ შემადგენლობაში შევიდა. თანამშრომლობდა სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის გაზეთ „სახალხო საქმეში“.

საქართველოს ძალისმიერი გასაბჭოების შემდეგ შალვა მიქელაძე პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოსცილდა. 1924 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1926-1930 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის კერძო პათოლოგიისა და თერაპიის, ხოლო 1930—1935 წლებში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრის გამგე. 1935—1938 წლებში განაგებდა ამავე ინსტიტუტის პროპედევტიკისა და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრებს. იყო პირველი ქართული საექიმო ჟურნალის „ექიმი“ რედაქტორი (ს. ვირსალაძესთან ერთად); აგრეთვე, ჟურნალ „თანამედროვე მედიცინის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შველიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 279.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება