შალვა კალანდაძე (დ. 1903, ჩოხატაური გ. 1984) — ქართველი ჟურნალისტი.

შალვა კალანდაძე
დაბ. თარიღი 1903
დაბ. ადგილი ჩოხატაური
გარდ. თარიღი 1984
მოქალაქეობა  საქართველო
საქმიანობა ჟურნალისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, იგი საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. ემიგრაციაში წავიდა 1929 წელს.

პოლიტიკურ მოღვაწეობას შალვა კალანდაძე წარმატებით უთავსებდა შემოქმედებით ცხოვრებას. მისი პუბლიკაციები ქვეყნდებოდა ემიგრანტული პრესის ფურცლებზე: „მოსკოვის ნაციონალური პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“, „ქართული ცეკვები პარიზში“, „ვ. ნოზაძის ხსოვნისათვის“, „კ. გამსახურდიას ხსოვნისათვის“, „სიტყვა წარმოთქმული ელისე პატარიძის დასაფლავებაზე“, „მარი ფელისიტე ბროსე“, „უნივერსიტეტის 50 წლის აღსანიშნავად“, „ბოლშევიზმის ფსიქოანალიზი“ „უკან წარსულისაკენ“ და სხვა.

შალვა კალანდაძის ცხოვრების უმთავრესი პირობა იყო სამართლიანობის გრძნობა, პატიოსნება. ამას ადასტურებს მასზე ნათქვამი ალ. სულხანიშვილის სიტყვები: „შ. კალანდაძე იყო ნამდვილი მებრძოლი ეროვნულ–დემოკრატი და პატიოსანი ქართველი კაცი“. ჟურნალ „ივერიის“ რედაქტორი მიხეილ ქავთარაძე შალვა კალანდაძის დაკრძალვაზე წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნავდა: „შალვას პოლიტიკა არ იზიდავდა , არც ამ დარგში წერა ეხალისებოდა, მაგრამ მოვალეობის შეგნებით, ათეულ წელთა განმავლობაში იგი ჩვენი ემიგრანტული პრესის აერა ერთი მუშაკის როლს ასრულებდა და ასევე ნაყოფიერად გაატარა მან მისი სიცოცხლის უკანასკნელი ათიოდე წლის მოღვაწეობა რადიო „თავისუფლების“ რედაქციაში, სადაც თავისი გადაცემების საგნად ყველაზე საჭირბოროტო საკითხი, ნაციონალური პრობლემა აირჩია“.

თანამედროვეთა გადმოცემით, შალვა კალანდაძეს სამშობლოს სიყვარულთან ერთად, განსაკუთრებული გრძნობით უყვარდა მშობლიური კუთხე, გურია და ამ კუთხის გამორჩეული მამულიშვილები. ასეთებად იგი ასახელებდა – გაბრიელ ეპისკოპოსს, ექვთიმე თაყაიშვილს, გერონტი ქიქოძეს, პავლე ინგოროყვას, აკაკი შანიძეს. ბატონი შალვა ეტრფოდა ქართულ პოეზიას, ხოლო, თანამედროვე პოეტებს შორის კი მისთვის ყველაზე ახლობელი იყო ანა კალანდაძე, მისივე სიტყვით, ყველაზე ლირიკული და რომანტიული პოეტი.

დახვეწილი გემოვნებისა და გამორჩეული ლიტერატურული ალღოს მეშვეობით შალვა კალანდაძე ახერხებდა ქართული მწერლობის სიღრმეების წვდომას. მან საინტერესო წერილები მიუძღვნა ილია ჭავჭავაძის, გრიგოლ რობაქიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებას. მის განსაკუთრებულ ინტერესს კლასიკური ფილოსიფია წარმოადგენდა და ლიტერატურულ ნაწარმოებებსაც, ხშირად, ამ კუთხით უკეთებდა ანალიზს. შალვა კალანდაძე გარდაიცვალა 1984 წლის თებერვლის თვეში, პარიზში. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კალანდაძე შ. // ილია ემიგრატთა თვალით / ტ.2 / შემდგენელ-რედაქტორი დალი სინჯარაძე. თბ., 1996 გვ. 272-273
  • ქავთარაძე მ. გამოსათხოვარი სიტყვა // გუშაგი. პარიზი, 1984 №1 გვ. 65–67
  • შარაძე გ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. 2. თბ., 2001. გვ. 565–569

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება